მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Advanced SystemCare Free
Advanced SystemCare Free რით შეიძლება გაარჩიოთ ახლადდაყენებული და რამოდენიმე თვის სისტემა ერთმანეთისგან? სწორია, სისწრაფით. სისტემის "იდეალურ მდგომარეობაში" შენარჩუნება გამოცდილების პრივილეგიაა, შედარებით ახალბედებს კი ყველაფერი პრიველივე დღეს ან ერთი თვის თავზე მაინც ეჭედებათ, უბრალო ოპერაციების შესრულებას წუთები სჭირდება, სისტემის ჩართვის პროცესში კი შეგიძლიათ ჩაის დალევაც კი მოასწროთ. გამოსავალი აქიდან? - სისტემის გადაყენება. მაგრამ კვირაში ერთხელ სისტემის გადაყენება არავის სიამოვნებს, ამიტომ გამოჩნდა ბევრი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი, რომლებიც გვპირდებიან, რომ მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ ჩვენი სისტემა ახალივით სწრაფად და მსუბუქად იმუშავებს. ასეთი მწარმოებელი იმდენად ბევრია, რომ ამ ტიპის პროგრამებს საკუთარი სახელი აქვთ - მათ ოპტიმიზატორებს ეძახიან.

მართალია, ყველა გვპირდება, რომ მისი სოფტი იმუშავებს საუკეთესოდ, მაგრამ რეალურად სულ თითზე ჩამოსათვლელი მუშა ოპტიმიზატორი არსებობს, აქიდან უმრავლესობა ფასიანია, მაგრამ, როგორც ყველგან, აქაც არსებობს ერთი-ორი შესანიშნავი უფასო ალტერნატივა. დღეს ერთ ასეთ მაგთანს წარმოგიდგენთ, სახელად Advanced Systemcare Free.



[სხვათა შორის, ოპტიმიზატორს IOBit აწარმოებს, იგივე კომპანია, რომელმაც Smart Defrag შექმნა]

Advanced SystemCare Free არ ჩამოუვარდება და ზოგან ჯობნის კიდევაც თავის ფასიან ანალოგებს, აქვს მარტივი ინტერფეისი, One Click ოპტიმიზაცია და ბევრი უტილიტა, რომლებიც დაგეხმარებიან სისტემის აჩქარებაში. პროგრამა შედგება რამდენიმე განყოფილებისგან:
  • Diagnose System - აკეთებს სიტემის ოპტიმიზაციის ხარისხის, დისკის ფრაგმენტაციის და სისტემის დაცვის ხარისხის დიაგნოსტიკას
  • Maintain Windows - ავტომატურად ახდენს სისტემის რეესტრის, დროებითი ფაილების ,მომხმარებლის აქტიურობის ( ვებ–გვერდებში ჩაწერილი პაროლები, კომპიუტერის ჩართვა/გამორთვის დროები და ა.შ) და ჯაშუშური პროგრამების წმენდას (ასევე სისტემის დიაგნოსტირებასაც)
  • Utilities -  შეიცავს ცალკეულ უტილიტებს, რომლებიც დაგეხმარებიან სისტემის სხვადასხვა ნაწილის ოპტიმიზირებასა თუ მათზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებაში.  ნავიგაციის გასამარტივებლად  ეს ნაწილი დაყოფილია ტაბებად Tuneup, Security და Admin Tools. აქიდან მისაწვდომია ლოგიკური დისკების შემოწმება და წმენდა,  ინტერნეტ კავშირის ოპტიმიზირება, RAM-ის მწმენდავი, სისტემის ან დრაივერების სარეზერვო ასლის მოხსნა,  IE-ს დაცულობის კონტროლი, Windows Manager - Task Manager-ის წინწასული ვარიანტი, სტარტაპის მენეჯერი, Auto Shutdown და მრავალი სხვა. ასევე, TuneUp განყოფილებაშია მოთავსებული ბმულები SmartDefrag-სა და Game Booster-ზე,  რომლებიც ცალკე მდგომი უფასო პროგრამების სახით არიან მისაწვდომი.

პირველ გაშვებაზე პროგრამა ასკანირებს სისტემას და გვაძლევს სწრაფ, რეალურად მუშა გადაწყვეტებს, რომელთა გამოყენებაც ერთი კლიკის საქმეა. მოკლედ, უნივერსალურია გამოცდილი და ზარმაცი თუ დამწყები მომხმარებლებისთვის. მათთვის კი, ვისაც 20 მარადმწვანე არ ენანება, მისაწვდომია Advanced SystemCare Pro, უფრო მეტი ფუნქციითა და შესაძლებლობით.

ბმულების ნაკრები:

Advanced SystemCare Free v3.2.0 - ჩამოტვირთვის გვერდი

IOBit - Home Page

Advanced Systemcare Free @ IOBit



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-03-2009, 13:24:00 | Gio_kiborg
   
ბმულები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1.5


გამოხმაურება

მაგარი პროგრამა ჩანს მაგრამ მოხმარების ინსტრუქცია იქნებ დაგედოთ
30-04-2009, 17:14:12 | oto.go

მშვენიერია. აუცილებლად გამოვიყენებ, როცა დამჭირდება.

22-03-2009, 20:28:51 | Plastic-6

პროგრამის PRO ვერსიაში ხდება ძირითადად spyware database-ს განახლება, ასევე პროგრამის სხვადასხვა კომპონენტების განახლებებიც, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტომატური ოპტიმიზაციის ტიპის მითითება (უფასო ვერსიაში მარტო Basic არის ხელმისაწვდომი)
20-03-2009, 18:22:38 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.