Advanced SystemCare Free
რით შეიძლება გაარჩიოთ ახლადდაყენებული და რამოდენიმე თვის სისტემა ერთმანეთისგან? სწორია, სისწრაფით. სისტემის "იდეალურ მდგომარეობაში" შენარჩუნება გამოცდილების პრივილეგიაა, შედარებით ახალბედებს კი ყველაფერი პრიველივე დღეს ან ერთი თვის თავზე მაინც ეჭედებათ, უბრალო ოპერაციების შესრულებას წუთები სჭირდება, სისტემის ჩართვის პროცესში კი შეგიძლიათ ჩაის დალევაც კი მოასწროთ. გამოსავალი აქიდან? - სისტემის გადაყენება. მაგრამ კვირაში ერთხელ სისტემის გადაყენება არავის სიამოვნებს, ამიტომ გამოჩნდა ბევრი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი, რომლებიც გვპირდებიან, რომ მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ ჩვენი სისტემა ახალივით სწრაფად და მსუბუქად იმუშავებს. ასეთი მწარმოებელი იმდენად ბევრია, რომ ამ ტიპის პროგრამებს საკუთარი სახელი აქვთ - მათ ოპტიმიზატორებს ეძახიან.მართალია, ყველა გვპირდება, რომ მისი სოფტი იმუშავებს საუკეთესოდ, მაგრამ რეალურად სულ თითზე ჩამოსათვლელი მუშა ოპტიმიზატორი არსებობს, აქიდან უმრავლესობა ფასიანია, მაგრამ, როგორც ყველგან, აქაც არსებობს ერთი-ორი შესანიშნავი უფასო ალტერნატივა. დღეს ერთ ასეთ მაგთანს წარმოგიდგენთ, სახელად Advanced Systemcare Free.
[სხვათა შორის, ოპტიმიზატორს IOBit აწარმოებს, იგივე კომპანია, რომელმაც Smart Defrag შექმნა]
Advanced SystemCare Free არ ჩამოუვარდება და ზოგან ჯობნის კიდევაც თავის ფასიან ანალოგებს, აქვს მარტივი ინტერფეისი, One Click ოპტიმიზაცია და ბევრი უტილიტა, რომლებიც დაგეხმარებიან სისტემის აჩქარებაში. პროგრამა შედგება რამდენიმე განყოფილებისგან:
პირველ გაშვებაზე პროგრამა ასკანირებს სისტემას და გვაძლევს სწრაფ, რეალურად მუშა გადაწყვეტებს, რომელთა გამოყენებაც ერთი კლიკის საქმეა. მოკლედ, უნივერსალურია გამოცდილი და ზარმაცი თუ დამწყები მომხმარებლებისთვის. მათთვის კი, ვისაც 20 მარადმწვანე არ ენანება, მისაწვდომია Advanced SystemCare Pro, უფრო მეტი ფუნქციითა და შესაძლებლობით. ბმულების ნაკრები: Advanced SystemCare Free v3.2.0 - ჩამოტვირთვის გვერდი Advanced Systemcare Free @ IOBit ბეჭდვითი ვერსია | 20-03-2009, 13:24:00 | Gio_kiborg |
|
მაგარი პროგრამა ჩანს მაგრამ მოხმარების ინსტრუქცია იქნებ დაგედოთ