მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
არ გცალიათ სალოცავად?
არ გცალიათ სალოცავად?
ინტერნეტის გამოჩენამ ბევრი რამე გააადვილა. მაგალითად, შეიძლება რამდენიმე წკაპით ყველა შენს მეგობარს ანახო შენი ბოლო მოგზაურობის სურათები, ესაუბრო რამდენიმე ადამიანს ვიდეო-კონფერენციის რეჟიმით, აგზავნო ფოსტა, რომელიც 2-3 წამში მიდის დანიშნულების ადგილზე და ა.შ., ინტერნეტს ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება. თუმცა, აქვე საკმაოდ სასაცილო თუ სატირულ წამოწყებებსაც შეხვდებით. რას იტყოდით, ვინმეს რომ შემოეთავაზებინა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შენს მაგივრად წავიკითხავო ლოცვებს?


მოკლედ, არსებობს წამოწყება, სახელად Information Age Prayer (ინფორმაციული ერის ლოცვა) , რომელიც მოუცლელ "მორწმუნეებს" სთავაზობს შემდეგ სერვისს: ყველთვიური შენატანის (შენატანის რაოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე) სანაცვლოდ სპეციალური, ულტრა-თანამედროვე Text-to-Speech ძრავა წაიკითხავს თქვენს მიერ მიწოდებულ ლოცვას წინასწარ დადგენილი შუალედებით. ყველაზე საინტერესო - საიტზე გამოქვეყნებული განცხადება ირწმუნება, რომ ძრავის გამოცემული ხმა მაქსიმალურადაა მიმსგავსებული მლოცველი ადამიანის ხმას, ბაძავს რა მის ხმის ტემბრს და ლაპარაკის სისწრაფეს!

წამოწყების ავტორები მხოლოდ ქრისტიანებს არ გვახარებენ და მაჰმადიანურ და იუდაისტურ ლოცვებსაც გვთავაზობენ. და ეს ყველაფერი არაა, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დაამატოს ახალი, თუნდაც საკუთარი ლოცვა, მანქანას მისი წაკითხვაც შეუძლია. ასევე, ითვალისწინებენ რა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, ავტორები გვთავაზობენ სპეც. პაკეტს - შესაძლებელია ნახევარ ფასად შეუკვეთოთ ლოცვა ფინანსურად გაძლიერებისთვის! თუმცა "მხედველობაში იქონიეთ, რომ ეს ლოცვა ფინანსურ პასუხისმგებლობას არ აგაცილებთ!"

Plaryer for Financial Help

ბმულების ნაკრები ამჯერად ერთადერთი ბმულისგან შედგება:

Information Age Prayer : Home



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-03-2009, 21:23:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 3.3


გამოხმაურება

იმენა მაგარი დებილები არიან ვინც ეს მოიფიქრა მომავალი თაობა მთლად დაიგუპება
19-02-2010, 00:54:45 | gioale

ჰეჰ მაგარი იდეაა

დარწმუნებული ვარ საკმაო მაყუთს მოჭრიან "შეკვეთებში" და რეკლამებში...
რესპექტები
20-05-2009, 15:42:17 | nick_el_son

otosaxel
იაღოველი, რა, სალანძღავი სიტყვაა?
01-04-2009, 00:22:51 | Plastic-6

ეს მაგარი სისულელეა და ვინც მოიფიქრა მაგარი უტვინოა ვინც სერვისს შეუკვეთავს ხომ ეგ ვაბშე რაა
25-03-2009, 23:10:34 | katanka

oO

OMG!
21-03-2009, 01:27:47 | Power_VANO

აიტ!
მგონი ჩემი კომენტარი გასაგებია უკვე რა იქნება :P

ვიტყვი ერთს ეგ არის ფარისევლობა და ეგ საიტი დასახურია , მითუმეტეს ლოცვაში ფულს იღებენ, იდეაში ადმინი ან იაღოველია, ან ათეისტი

და მორწმუნე თუ ხარ შენთვითონ უნდა ილოცო დრო მონახო, თუ არ ხარ და ასეთი რაღაცეებით არ უნდა იძახო მორხმუნე ვარო

მოკლედ ამ საიტზე ვაპშე არც შევედი, ვეყდრნობი მარტო domen-ის ტექსტს.

// ამ ბოლო დროს იმან რომ კომპი ყველსთვის მისაწვდომელია გადაირია ხალხი, ყოველი მეორე იაღოველი, რაღაცას მოიფიქრებს, მმგონია ამ სატით ბევრი სარგებლობს!
აიტ, ფარისევლებო!
20-03-2009, 22:47:30 | otosaxel

ეგეთ ლოცვას ფასი არა აქვს
20-03-2009, 22:37:54 |

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.