COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Avira AntiVir Personal 9.0.0.386

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1979


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Avira AntiVir Personal 9.0.0.386
Avira AntiVir Personal 9.0.0.386

Avira AntiVir Personal განახლდა ვერსიამდე 9.0.0.386. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ახალ ვერსიის ნომერზე გადასვლა. Personal ვერსია უკვე შპიონური პროგრამებისგანაც დაგვიცავს! აქამდე ეს შესაძლებლობა მხოლოს ფასიან პაკეტებში იყო მისაწვდომი! დიახ, აღარაა საჭირო პრემიუმ გასაღებებზე ნადირობა სრულფასოვანი, მაღარლი ხარისხის დაცვის მისაღებად! უფასო AntiVir Personal ამიერიდან გვთავაზობს ყველა შესაძლებლობას, რასაც მოველით ნებისმიერი სრულფასოვანი [ფასიანი] ანტივირუსული პაკეტისგან: ვირუსებისა და შპიონური პროგრამებისგა სრული დაცვას, Adware, Rootkit-ებისა და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამების აღმოჩენისა და ნეიტრალიზების საშუალებას, ევრისტიკას და ასე შემდეგ. პასუხი კითხვაზე "რომელ ანტივირუსს მირჩევდი" უკვე ცალსახაა: უფასო Avira AntiVir Personal 9-ს!



შეგახსენებთ რომ Avira AntiVir ინდუსტრიის ლიდერი ანტივირუსია. დამოუკიდებელი ანტივირუსული ტესტირების ლაბორატორიებზე დაყრდნობით, ეს გერმანული ანტივირუსი გამოირჩევა ბოროტმოქმედი პროგრამების (ვირუსების, შპიონური და სარეკლამო პროგრამების, ჭიაყელების, Rootkit-ების და სხვა) აღმოჩენისა და ნეიტრალიზების საუკეთესო შედეგებით, როგორც ტრადიციული [სიგნატურული], ასევე ევრისტიკული მექანიზმების გამოყენებისას. ევრისტიკა ადამიანის იმუნური სისტემის მსგავსად ეხმარება ანტივირუსს აღმოაჩინოს ინფექცია მიუხედავად იმისა, იყო ის მანამ დაფიქსირებული ანტივირუსულ ლაბორატორიაში, თუ არა. AntiVir კონკურენტებისგან გამოირჩევა მუშაობის დროს სისტემის დატვირთვის დონითაც: ის მინიმალურია! ავტორს უნახავს Avira AntiVir Personal 8.x წარმატებულად მომუშავე Pentium II-ის ბაზაზე აწყობილ სისტემაზე.

Avira AntiVir Personal ლიცენზიით უფასოა (Freeware), ანუ ლეგალურად გეძლევთ უფლებას გამოყენოთ ის პირად კომპიუტერზე, შეუზღუდავი დროით, სრულიად უფასოდ. არ გჭირდებათ არანაირი ლიცენზიის ფაილების, გასაღებებისა და კრეკების მოძიება!

მე-9 ვერსიაში ცვლილებები გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველია. გრაფიკული გარსი ცოტა სახეცვლილია: შეცვლილია ბანერი პროგრამის თავზე და დამატებულია სწრაფი წმენდის ღილაკი, ახალი სკანირების ძრავა დახმარებით ანტივირუსი უფრო ეფექტურად განაგებს ფაილების სკანირების პროცესს. რეზიდენტული მცველის დატვირთვა სისტემაზე თითქმის არ შეცვლილა.

დასკვნა: თუ გსურთ ეფექტური, სანდო, მუდამ განახლებადი, სრულფასოვანი ანტივირუსი სრულიად უფასოდ, Avira AntiVir Personal 9 საუკეთესო არჩევანი იქნება!

Avira AntiVir Personal 9-ს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან, ან ამ პირდაპირი ჩამოსატვირთი ბმულით



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-03-2009, 02:03:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

ბმულები შესაბამის თემაზე


გამოხმაურება

მე ავირას კაი ხანია ვხმარობ. საკაიფოა. ეხლა ამას გადმოვწერ და ვაბშე კაიფი იქნება :D:D არ გავიპაროოოოოო :D:D
25-03-2009, 00:23:07 |

domen,
gearge

ახლა რა სიტუაციაა ჩემთან, მე სრულიად მაკმაყოფილებს ნოდარას ინტეგრირებული ფაერვოლი, ძალზე ადვილია კონფიგურირება, მართალია ძალზე ფუნქციონალური არაა, მაგრამ იმას კი მატყობინებს ჩემგან გადის კავშირზე რამე აპლიკაცია თუ მე მიკავშირდება...
დომენის რჩევით ერთ კომპზე დავაყენე EAV+Outpost
მართალი გითხრათ Outpost-მა კარგად გამაწამა, თუმცა სიმართლეც ვთქვათ დაცვის მხრივ არაფერს ვუჩივი, უბრალოდ ჩემს საყვარელ Yahoo!Mails (ახალს) პრობლემები აქვს როცა ეგ ჩართულია: ვებ-ინტერფეისის უამრავი ელემენტი იბლოკება...
თან ცალკე ფაერვოლი ახალბედას კომპზე სასჯელია, სულ აერევა თავგზა
P.S: ახლა კომოდოს ვსინჯავ აბა
23-03-2009, 11:06:57 | Gio_kiborg

gearge
მე როგორც ვიცი მემგონი ინტეგრირებულ ფაერვოლი იმდენათ არ ტვირთავს კომპიუტერს მაგალითად ნოუთბუკზე თუ მინდა დაყენება ალბათ აჯობებს ავირა თავისი ფაერვოლით (ეგ მიყენი მე) ვიდრე ანტივირუსი და ცალკე ფაერვოლი. რაც შეეხება ძლიერ კომპიუტერებს ყველაზე ნაღდია Outpost + kasper და ვერავინ ვერ შემოაღწევს კომპიუტერში.
22-03-2009, 21:31:31 | fashisti

Gio_kiborg
დომენს სრულიად ვეთანხმები, არცერთმა კომბაინ პროდუქტმა არ გაამართლა. მითუმეტწეს ავირას ფაიერვოლი (ნოდისეულის ანალოგიურად) ზედმეტად ელემენტარულია, ანუ დაახლოებით ZoneAlarm Free-ს დონისაა. ამ უკანასკნელს კი ტესტირებებზე გამოჩენილი შედეგებიდან გამომდინარე უკვე საკმაო ხანია ვეღარავის ვურჩევდი :) ამ მომენტისთვის ფაიერვოლების რეიტინგს სათავეში ორი უფასო პროდუქტი უდგას: Online Armor Personal Firewall 3.0 Free და Comodo Firewall Pro, რეინკარნირებული Comodo Internet Security 3.5-ს კომპონენტის სახით. Comodo უდავო ლიდერია და რიგ ტესტირებებში Outpost-ს მსგავს ტიტანებსაც კი სჯობნის! თუ გინდა რეალური ავირას რამე სერიოზული ფაიერვოლიც მიუყენო, აიღე Comodo Internet Security და ინსტალაციისას აირჩიე მარტო ფაიერვოლის კომპონენტი. COMODO-ს გადაწყვეტილებით ცალკე Firewall Pro აღარ ვრცელდება :)
22-03-2009, 16:55:22 | gearge

დავამატებ, რომ ბოლო-ბოლო გვეღირსა QuickRemoval, ანუ სკანირებისას ნაპოვი ინფიცირებული ფაილების ცენტრალიზებულად დეინფიცირება-წაშლის ფუნქცია, აქამდე ყველა აღმოჩენილ ვირუსზე სკანირება ჩერდებოდა და ელოდებოდა, რას ვუზამდით აღმოჩენილ ფაილს.
22-03-2009, 15:50:13 | domen

Gio_kiborg
და რა საჭიროა? ინტეგრირებული Firewall ახლოსაც ვერ მივა ცალკე მდგომ პროდუქტებთან (ZoneAlarm, COMODO, Outpost ...), ბარემ ისინი გამოიყენე :)
22-03-2009, 15:05:24 | domen

მჯეროდა მეც მაგ ანტივირის!!!
ერთი ცეცხლოვან კედელსაც თუ ჩაამატებენ გადავალ კიდეც!!!
22-03-2009, 14:09:59 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.