დეტალები ATI Radeon 4890-ის შესახებ
როგორც საიტი DailyTech-ი აცხადებს, მათ ტაივანელი პარტნიორისგან მიიღეს ATI Radeon 4890 ვიდეო დაფა. იმის გამო, რომ პარტნიორს ვინაობის გამხელა არ სურს, უცნობია, ვისი წარმოების ვიდეო დაფაა ეს. თუმცა, ცხადია, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყველას დეტალები გვაინტერესებს ახალი ვიდეო დაფის შესახებ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ HD 4890 უბრალოდ ოვერქლოქირებული 4870 იქნებოდა, თუმცა, ეს ასე არაა, რადგან გვაქვს გაუმჯობესებები Shader პროცესორების დონეზეც. HD 4890-ში გამოყენებულია RV790 ბირთვი, რომელიც მუშაობს 850 მჰც სიხშირეზე. დაფაზე გამოყენებულია Qimonda-ს GDDR5 მეხსიერების ჩიპები, რომელთა საერთო მოცულობა 1 გბ-ს შეადგენს. მეხსიერება მუშაობს 3900 მჰც სიხშირეზე და უზრუნველყოფს 124.8 გბ/წმ გამტარობას. თუ Qimonda-ს კრიზისის გამო წარმოების შეწყვეტა მოუწევს, ჩიპების ალტერნატიული მომწოდებელი ალბათ სამსუნგი გახდება. დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
HD4890 ეღირება ოდნავ უფრო ძვირი, HD 4870-თან შედარებით, თუმცა ეს ფასი შორს იქნება კონკურენტის GTX 280-სგან. რაც შეეხება გამოსვლის თარიღს, სავარაუდოდ, ახალი ვიდეო დაფა მზის სინათლეს აპრილის მეორე კვირაში იხილავს.
ასევე, კვირის ბოლოს იმართება Game Developers Conference, საიდანაც მეტ დეტალებს ველოდებით ATI-ს ახალი ქმნილების შესახებ.
ბეჭდვითი ვერსია | 22-03-2009, 19:11:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|