მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ Summit სერიის SSD-ები აპრილის ბოლოსთვის
OCZ Summit სერიის SSD-ები აპრილის ბოლოსთვის

OCZ Technology დღესდღეობით SSD-ების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, რომელსაც პროდუქცია ყველა სეგმენტში აქვს წარმოდგენილი. იმის გამო, რომ SSD-ებზე ფასი კლებულობს, მეტწილად მადლობა სწორედ OCZ-სთვის გვაქვს სათქმელი :-)

OCZ-ის SSD-ები რამდენიმე კლასად იყოფა, შესაბამისი სახლებით. ლოუ-ენდ სერიაში გვაქვს Core და Solid სერიის SSD-ები, რომლებშიც ყველაზე იაფი, JMicron-ის კონტროლერებია გამოყენებული. MID-END-ს OCZ Apex სერია ავსებს, JMicron RAID და ფლეშ კონტროლერებით. ჰაი-ენდში კომპანიას აქამდე Vertex სერია ჰქონდა, რომელშიც Indilinx-ის (ეს კომპანია სამსუნგიდან წასული ინჟინრების დაარსებულია) კონტროლერებია გამოყენებული 64 მბ კეშ-მეხსიერებით, რომელიც ნამდვილად საკმარისზე მეტიცაა. მეტი კეშ-მეხსიერება საჭირო გახდა შემთხვევითი წაკითხვა/ჩაწერის (Random Read/Write) წარმადობის გასაუმჯობესებლად.

ამჯერად OCZ-ი მუშაობს ახალ Ultra High End სერიის SSD დრაივებზე, რომლებიც OCZ Summit სერიას განეკუთვნებიან. დრაივებში გამოყენებულია Samsung-ის კონტროლერები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოებია ბაზარზე. OCZ Summit SSD-ები აღჭურვილი იქნება 64 მბ კეშ-მეხსიერებით.

თანმიმდევრული წაკითხვის (Sequential read) სიჩქარე ახალი დრაივებისთვის იქნება ~250 მბ/წმ, ხოლო თანმიმდევრული წაკითხვისა (sequential write) კი - ~200 მბ/წმ. შემთხვევითი წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეები ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ შემთხვევითი წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეებია გაცილებით მნიშვნელოვანი, რადგან ყოველდღიური საქმიანობისთვის SSD-ს წარმადობას მეტწილად სწორედ ეს პარამეტრი განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით OCZ Summit-ის პროგრამული უზრუნველყოფა დამუშავების სტადიაშია, ტესტ-ლაბორატორია AnandTech-ს საშუალება ჰქონდა, გაეტესტა ამ დრაივების პროტოტიპი. როგორც სტატიიდან ჩანს, OCZ Summit-ის სიჩქარეები ნამდვილად ჰაი-ენდის შესაბამისია.

Summit სერიის SSD-ები გამოვა 30GB, 60GB, 120GB და 250GB მოცულობებით, ხოლო ენერგომოხმარება დატვირთულ რეჟიმში საშუალოდ მხოლოდ 1 ვატი იქნება. ახალი დრაივები ბაზარზე აპრილის ბოლოსთვის ჩაეშვება, ფასები კი Vertex სერიასთან შედარებით ოდნავ მაღალი იქნება. ამჟამად 120 GB-იანი OCZ Vertex-ის შოვნა 300$-ადაა შესაძლებელი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-03-2009, 19:08:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.