მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
FF ცვლის New Tab-ის დიზაინს
FF ცვლის New Tab-ის დიზაინს

Opera-ს ნოვატორობა ცნობილია, ისიც ცნობილია, რომ მისი Speed Dial, ანუ ცარიელი გვერდის "შევსების" ნოვატორული გზა ლამის ყველა ბრაუზერში დაინერგა (უფრო გაპრიალებული და შელამაზებული, მაგრამ იდეა იგივეა), FF-ისთვის კი შესაბამისი გაფართოებაც შეიქმნა (Firefox Speed Dial), მაგრამ, როგორც ჩანს, Mozilla-მ მიმბაძველობა აღარ იკადრა და საკუთარი, საფირმო New Tab-ის დიზაინი შექმნა. საკმაოდ საინტერესოც, უნდა ითქვას.



Speed Dial-ის იდეა, ანუ ფავორიტი საიტების ჩამონათვალი ყოველ ახალ გვერდზე მოცილებულია არაა, თუმცა ამ ჩამონათვალს Mozilla-სეულ დიზაინში მხოლოდ გვერდის მარჯვენა ნახევარი ეთმობა. მარცხენა ნახევარი კი საკმაოდ საინტერესო კონცეფციას ეთმობა - აქ გამოისახება თქვენს მიერ ბოლო 40 წამში გაცვლის ბუფერში (Clipboard) მოთავსებული ტექსტები და შესაძლებელია მათი ძება ან, თუ ეს ტექსტი მისამართს შეიცავს, მათი Google map-ით ჩვენება. რომ იტყვიან, სურათი ათასი სიტყვის ფასიაო, შეგიძლიათ თვითონ იხილოთ სკრინშოტი:

 

Firefox New Tab prototype

ამ ყველაფერს კი ზემოდან "ახურავს" ბოლოს დახურული ტაბის შესახებ ინფორმაცია და იქვეა მისი აღდგენის ღილაკი. ჯერჯერობით სულ ესაა, მაგრამ, ბუნებრივია, უნდა ველოდოთ სიახლეებს ბუფერიდან ამოღებული ტექსტის დამუშავებაში. მაგალითად, შეიძლება ამ ტექსტის თარგმნის, დაბლოგვის, Last.FM-ზე ძიების და სხვა მრავალი ფუნქციის დამატება.

ასევე აღსანიშნავია, რომ რატომღაც, Mozilla-ს დიზაინერების ჩანაფიქრით Frequently Visited Sites ახლადგახსნილ ტაბზე ზედა სურათზე გამოსახული ციფერბლატის სახითაა მოთავსებული, სადაც ამ საიტების Favicon-ებია გამოსახული. თუმცა, როგორც კი თაგვს გაამოძრავებთ, ეს ციფერბლატი გადაიქცევა იმ სიად, რომელიც პირველ სურათზეა მოცემული.

სიახლესთან წათამაშება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ დააყენებთ FF 3.1 Beta3-ს და გაფართოებას, რომელიც ამ ფუნქციონალობას უზრუნველყოფს; მისი სახელია New Tab Prototype.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-03-2009, 21:33:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

აბა domen გაუშვი ეგ პლაგინების თემაში ;)
25-03-2009, 00:49:34 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.