COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » "გამარჯობა Mac, მე PC ვარ და შენზე იაფი ვღივარ!"

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1989


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
"გამარჯობა Mac, მე PC ვარ და შენზე იაფი ვღივარ!"

თითქმის 30 წელიწადია Microsoft-ი და Apple ოპერაციულ სისტემებს ქმნიან. ორივე კომპანია ცდილობს სისტემა მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის მოთხოვნილებას მოარგოს. ამასობაში, არცერთი მათგანი არ იშურებდა ერთმანეთისადმი მწარე ბრალდებებს.

ალბათ გახსოვთ მაიკროსოფტის "I am a PC" რეკლამების სერია. დღეს სოფტვეირ გიგანტს ახალი რეკლამა აქვს, სადაც Apple-ს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა. დიახ, დიახ, ეს ადგილი Mac-ის ფასია :-) ახალ რეკლამებში ხაზგასმულია, თუ რამდენად იაფია PC იგივე კონფიგურაციის Mac-თან შედარებით.

რეკლამის შემქმნელები, Crispin Porter + Boguksy-დან, რომლებიც მაიკროსოფტმა დაიქირავა რეკლამის გადასაღებად, დაუკავშირდნენ კომპ. მაღაზიებს ლოს ანჯელესის ტერიტორიაზე Craigslist-ითა და სხვა მსგავსი საიტებით. ისინი თავს ბაზრის მკვლევარებად ასაღებდნენ და სთავაზობდნენ კლიენტებს 700-დან 2000$-მდე, ახალი კომპიუტერის საყიდლად. ცხადია, მათ არ გაუცხადებიათ, რომ Microsoft-ის დაქირავებულები იყვნენ. კლიენტები მოტივირებული იყვნენ, იაფად შეეძინათ კომპიუტერები, რადგან უფლება ჰქონდათ, დარჩენილი ფული შეენახათ.

პირველ რეკლამაში მონაწილეობს ქალი, სახელად ლორენი, რომელსაც 1000$ აქვს და სურს იყიდოს 17"-იანი მონიტორი + კომფორტული კლავიატურა. პირველად ლორენმა ეპლის მაღაზიას მიაკითხა და იმედგაცრუებული დარჩა, რადგან Apple-ის ყველა იაფი კომპიუტერი 999$ ღირდა - MacBook-ი 13"-იანი მონიტორითა და ვიწრო კლავიატურით.

"არც ისე "მაგარი" ვარ, რომ მაკის პერსონა ვიყო," სარკასტულად ამბობს ლორენი მაღაზიის დატოვებისას. მისი შემდეგი გაჩერება Best Buy-ია, სადაც ლორენი პოულობს 17"-იან HP Pavilion ლეპტოპს - 699.99$-ად. 200$-ად იგი ყიდულობს პრინტერსაც და რჩება 100$. რეკლამის დასასრულს ლორენი ამბობს: "მე PC ვარ და მივიღე ის, რაც მინდოდა!"


"რა ვქნა, არ ვარ იმდენად მაგარი, რომ ეპლი ვიყიდო..."

რეკლამა პირველად CBS-ზე გაეშვა კაცების კალათბურთის ტურნირის მიმდინარეობის დროს. ეს რეკლამების სერია განკუთვნილია სწორედ იმისთვის, რომ ხაზი გაესვას PC-ს სიააფეს. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა განაცხადა, რომ ეპლის მყიდველები იხდიან 500$-ით მეტს PC-ს მომხმარებლებთან შედარებით მხოლოდ ლოგოსთვის.


პრინტერიც ვიყიდე, კომპიც... 100$-იც დამრჩა! PC rulez!

ვინდოუსის მარკეტინგის განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა, ბრედ ბრუკსმა აღნიშნა, რომ მას "შეუძლია, დაიფიცოს ბიბლიაზე" რომ რეკლამის გადაღებისას კლიენტებზე ზემოქმედება არ მოუხდენიათ PC-ს რეკლამირებით. მან განაცხადა, რომ მომხმარებლების არჩევანი შეჩერდა PC-ზე იმიტომ, რომ იგი ლოგიკური არჩევანია - უფრო იაფი ღირს. "

აღსანიშნავია, რომ Apple-ს გაყიდვების რაოდენობა 16%-ით შემცირდა თებერვლის მონაცემებით, მაშინ როცა PC-ს გაყიდვებმა იმატა, ძირითადად იაფიანი ლეპტოპებისა და ნეტტოპების ხარჯზე. ეპლის მთავარი პრობლემა სუბ-1000$ ბაზარია, სადაც მას მხოლოდ ორი მოდელი აქვს წარმოდგენილი - MacBook ლეპტოპი და Mac Mini დესკტოპი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-03-2009, 22:28:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

Microsoft-ის ქლიავებმა ძლივს ძლიობით მოუხმეს გონებას და შექმნეს WINDOWS 7 პრინციპში XPიც ასწორებდა მარა უკეთესის გაკეთებაც შეუძლიათ
30-03-2009, 02:15:52 | fashisti

ბალმერს მაგარი რაღაც უთქვამს. :D

:)))
29-03-2009, 12:13:46 | Plastic-6

იფ ეგრე ვაშლებს!
ისე M$-საც არ აწყენდა ეგეთი "განაძება"
და კიდო პინგვინებს!

ამ OS დეველოპერებმა გაუბერეს, მარტო კლიეტის მოზიდვაზე გადავიდენენ და მათ უნდათ მასა ამიტომ აქცენტი ზიზილ-პიპილოობაზე აქვთ!

ერთი კარგი შეჯანჯღარება არ აწყენდათ!
28-03-2009, 23:46:02 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.