მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Havok-მა და AMD-მ წარმოადგინეს ფიზიკა OpenCL-ის გამოყენებით

Game Developers Conference-ზე კომპანიებმა AMD-მ და Havok-მა წარმოადგინეს ფიზიკის ახალი მოდელის სადემონსტრაციო ვერსია, რომელიც OpenCL  პროგრამირების ენითა და Havok Cloth-ის დახმარებით იყო შექმნილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ AMD-სა და Intel-ს შორის მჭირდო თანამშრომლობაა დამყარებული ფიზიკის განხრით (Havok-ი Intel-ის საკუთრებაა უკვე თითქმის 2 წელია).

Havok Cloth, რომელიც Havok 6.0 სისტემის ნაწილია, განკუთვნილია ტანსაცმლის, თმის, მცენარეების და ა.შ. სწორი ფიზიკური მოძაობების სიმულაციისთვის. ტანსაცმლის "გაცოცხლება" მეტ გრაფიკულ ელფერს სძენს თანამედროვე თამაშებს და ასევე, ათავისუფლებს პროგრამისტებს მისი ხელოვნური ანიმაციის შექმნის საჭიროებისგან.

OpenCL პროგრამირების ენა მხარდაჭერილია AMD/ATI-ს გრაფიკული ადაპტერებისგან, შესაბამისად, Havok 6.0-ით შექმნილი ფიზიკის დამუშავება შესაძლებელი იქნება AMD-ს ვიდეო დაფებზე. ტექნოლოგია, ცხადია, კონკურენციას გაუწევს Nvidia PhysX-ს. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოსთვის, Nvidia-ც გეგმავს OpenCL-ის მხარდაჭერა ჩადოს თავის დრაივერებში.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-03-2009, 15:53:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ვაა CL და GL ანერია რა
მერსედესებს არ გავს ისე??
01-04-2009, 01:26:53 | Gio_kiborg

კი, ეგრეა, OpenCL პროგრამირების ენაა, GL ბიბლიოთეკა, DX-ის მსგავსად :)
30-03-2009, 23:21:48 | Power_VANO

ე.ი OpenGL პროგრამირების ენა ყოფილა და არა გრაფიკული ბიბლიოთეკა როგორც DX
ადრე იყო მახსოვს თამაშებში რენდერის არჩევა(ქაუნთერში): DX, OpenGL და Software, როგორც წესი DX-ის რენდერი ჯობდა ხარისხით
ე.ი OpenGL პროგრამირების ენა ყოფილა და არა გრაფიკული ბიბლიოთეკა
30-03-2009, 23:10:32 | Gio_kiborg

არა, გიო, DX-თან საერთო არ აქვს OpenCL-ს. OpenCL-ი Nvidia-ს CUDA-ს კონკურენტი პროგრამირების ენაა, თან სტანდარტადაცაა აღიარებული :) ანუ რაც CUDA-თი კეთდება, იგივეს გაკეთება შეიძლება OpenCL-ითაც. ამ შემთხვევაში ფიზიკის გამოთვლა GPU-ზე.
30-03-2009, 21:47:05 | Power_VANO

DX-ის შესაძლებლობებს (განსაკუთრებით 11-ს) ჯობს???(ნაღდად არ ვიცი)
იბრძოლონ NVIDIA და ATI-მ მოგებული მომხმარებელი დარჩება მხოლოდ ;)
29-03-2009, 20:51:59 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.