მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Canon EOS Rebel T1i D-SLR
Canon EOS Rebel T1i D-SLR

დიდი ხნის განმავლობაში ციფრული ფოტოგრაფიის მოყვარეულებისთვის, რომლებიც ე.წ. point-and-shoot კამერებიდან D-SLR კამერებზე გადადიოდნენ, ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობის არქონა იყო. პირველად ეს პრობლემა Nikon-მა აღმოფხვრა გასულ ზაფხულს.

2008 წლის აგვისტოში Nikon-მა ბაზარზე გამოუშვა D90 D-SLR, რომელსაც 720P HD ვიდეოს 24 კადრი/წამში სიჩქარით ჩაწერის შესაძლებლობა და Live View LCD ჰქონდა. D90 პირველი იყო D-SLR ბაზარზე ასეთი ფუნქციონალობით. ცოტა ხნის შემდეგ Canon-მაც გამოუშვა თავისი პროდუქტი - EOS 5D Mark II, რომელსაც შეეძლო 1080p HD ვიდეოს ჩაწერა 30 კადრი/წამში სიჩქარით. Canon 5D Mark II-ის ერთადერთი მინუსი ის იყო, რომ იგი High-End კლასს განეკუთვნებოდა და ლინზების გარეშე, Body Only კიტი 2,699 ამერიკულ მარადმწვანედ იყიდებოდა.


EOS Rebel T1i

Canon-მა გადაწყვიტა, ეს პრობლემაც მოეგვარებინა და გამოუშვა ახალი საწყისი დონის D-SLR კამერა EOS Rebel T1i, რომელიც პირველია Rebel ოჯახიდან, რომელსაც HD ვიდეოს ჩაწერა შეუძლია. T1i-ს ადვილად შეუძლია ჩაიწეროს 1080p გარჩევადობის ვიდეო 20 კადრი/წამში სიჩქარით. თუ გარჩევადობას 720p-მდე შეამცირებთ, კადრების რაოდენობა წამში 30-მდე გაიზრდება. ასევე მხარდაჭერილია 640 x 480 გარჩევადობით ჩაწერაც. ვიდეო ფაილები იწერება .MOV ფორმატში MPEG-4 შეკუმშვის ალგორითმით.

T1i აღჭურვილია 15.1 მეგაპიქსელიანი CMOS სენსორით და იყენებს Canon's DIGIC 4 პროცესორს. კამერის უკანა მხარეს განთავსებულია 3"-იანი Live View LCD, რომლის გარჩევადობაც 920,000 წერტილია. T1i-ს გააჩნია საკმაოდ ბევრი ავტომატიზირებული ფუნქციაც, რაც ახალბედა მომხმარებლებს უადვილებს კამერის გამოყენებას.

T1i-ს ავტომატურ ფუნქციებში აღსანიშნავია Lighting Optimizer და Creative Auto Mode. პირველი მათგანი უზრუნველყოფს, რომ ყოველ სურათში, ყველა სუბიექტი კარგადაა განათებული. კამერა აანალიზებს მთელ სურათს და ოპტიმალურ განათების რეჟიმებს არჩევს.
Creative Auto Mode-ს ჩართვისას თქვენი D-SLR-ი Point-and-Shoot კამერად იქცევა. ამ რეჟიმში T1i ყველა პარამეტრს ავტომატურად არჩევს. ამ რეჟიმში ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სურათის დაბნელება/განათება და ა.შ.

Rebel T1i-ს აქვს ჩაშენებული წმენდის სისტემა, რომელიც ფოტოაპარატის სენსორს ავტომატურად წმენდს მტვრისგან. ISO მგრძნობელობა მერყეობს 100-დან 3200-მდე, ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებით. ასევე დამატებულია ორი მაღალი მგრძნობელობის ISO რეჟიმიც: H1 - ISO 6400 და H2 - ISO 12800.

კამერას შეუძლია გადაიღოს წამში 3.4 კადრი, როცა სურათის ხარისხი დაყენებულია Large/Fine რეჟიმზე და 9 სურათი, როცა RAW ფორმატში იღებთ. მხარდაჭერილია სახის ამომცნობი (Face Detection) რეჟიმიც.

Canon EOS Rebel T1i ბაზარზე ოფიციალურად მაისის დასაწყისში ჩაეშვება. Body Only კიტი 799.99 მარადმწვანე ეღირება. კომპლექტში შედის ბატარეა, USB  კაბელი, კისერზე ჩამოსაკიდებელი "თოკი" და სხვა აქსესუარები. ვისაც T1i-ს სრულფასოვანი კომპლექტი გსურთ EF-S 18-55mm f/3.5-5.6 IS Zoom ლინზებით, მის ყიდვას 899.99$-ად შეძლებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ფასი საკმაოდ მისაღებია და კამერაც საკმაოდ ფუნქციონალურია, ასე რომ, მაისის დასაწყისში უკვე გირჩევთ მის შეძენას, თუ რა თქმა უნდა, D-SLR კამერა გჭირდებათ და საკმარისი თანხაც გაქვთ.

CompInfo Recomended!





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-03-2009, 20:41:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.