მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
GeoBulb™ LED ნათურა
GeoBulb™ LED ნათურა

კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა... პროგრესი...
თქვენამდეც მოვიდოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ მწარმოებლები თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნას, რომლებიც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს ეხება როგორც პროცესორების მწარმოებლებს, ასევე ვიდეო დაფების, მონიტორების და ა.შ. - თითქმის ყველანაირ ინდუსტრიას, სადაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზეზის გამო საკმაო პოპულარობა მოიპოვეს LED ნათურებმა (ჩვენში უფრო ე.წ. "დღის განათების ნათურების" სახელით არიან ცნობილი). LED ნათურები სტანდარტულ ვარვარის ძაფიან ნათურებთან შედარებით მცირე ენერგია მოიხმარენ და ამავდროულად, უზრუნველყოფენ კონკურენტის დონის განათებას.

ამ კარგი თვისების გამო LED ნათურებმა ავტოინდუსტრიაშიც შეაღწიადა იქ Xenon-ის განათებებს უწევს კონკურენციას (მაგ: ახალი Audi A8 მთლიანად LED განათებითაა გაწყობილი). LED-ები ფართოდ გამოიყენება სახლის პირობებშიც. ამჯერად სწორედ ჩვენი სახლებისთვის გვაქვს საკმაოდ საინტერესო სიახლე.

კომპანია C. Crane Company-მ სულ ცოტა ხნის წინ წარმოებაში ჩაუშვა ახალი LED ნათურა, რომელიც კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით 3 წლის განმავლობაში იქმნებოდა. პროდუქტის სრული სახელია GeoBulb™ LED Light Bulb.

ჩვენი GeoBulb-ი უზრუნველყოფს ისეთივე განათებას, როგორსაც 60 ვატიანი სტანდარტული ვარვარის ძაფიანი ნათურა და რაც ყველაზე საინტერესოა, ამას იგი მხოლოდ 7.5 ვატი ელექტროენერგიის გამოყენებით ახერხებს. GeoBulb-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30000 საათია (~10 წელიწადი) სტანდარტული გამოყენებისას (დღეში 8 საათი), რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ახალი ნათურა, ცხადია, ძალიან მოეწონება ყველას, განსაკუთრებით, ე.წ. მწვანეებს :-) ახლა კი, მივედით ყველაზე რთულ ეტაპამდე - GeoBulb-ი გამოდის სამ ვარიანტში - ცივი, ნაზი და თბილი თეთრი განათების ფერებში, მისი საცალო ფასი კი 119.95 (!) მარადმწვანე ამერიკელი პრეზიდენტია. თუ ერდროულად 6 ან მეტ ნათურას შეიძენთ, მაშინ თითოეულის ფასი 113.95 დოლარი იქნება.

ლინკები:

GeoBulb-ის ოფიციალური საიტი

მაღაზია, სადაც GeoBulb-ის შეძენა შეგიძლიათ





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-03-2009, 20:40:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

მაგათ თავისი მცველები უყენიათ და თუ რამემცველს გამოუცვლი
ფასს რაც შეეხება 2-3 წელიწადში ბევრად გაიაფდება შეიძლება მალეც, გააჩნია რა წარმატება ექნება live-ში, თორე ეგ ფასი სსისულელეა, კაცი ვინც ფულის დასაზოგად ყიდულობს 100% ით არ იყიდის, ხოლო ვისაც მაგის ფული აქვს რა ჯანდაბად უნდა? გარემოს გაუფრთხილდება ვითომ?
31-03-2009, 03:43:08 | Gio_kiborg

Power_VANO
ციტატა
მაშინ UPS-ზე შევაერთოთ ესენი :D

უკვე დაითრიე
31-03-2009, 01:14:16 | otosaxel

მაშინ UPS-ზე შევაერთოთ ესენი :D
31-03-2009, 01:07:50 | Power_VANO

Power_VANO
ციტატა
თვალები რომ არ გვეტკინოს, თბილი ნათების მოდელი უნდა ავიღოთ :) ცივი ნათება ტკენს თვალებს, თბილი, მოყვითალო არა :)

ერთი ეგ პრობლემა გადაწყდა :D
და მეორე ფასი? :(
მაინც მირჩევნია, თელასს მეტი დენი დავუწვა

აი იცი რაა კაფი, ვინმე სიმწრით რომ იყიდის და მერე თელასი ძაბვაზე როგორც ჩვევია, რომ წაითამაშებს. და ეგ ნათურა რომ დაიწვება , აუფ რა იქნება
31-03-2009, 00:56:41 | otosaxel

თვალები რომ არ გვეტკინოს, თბილი ნათების მოდელი უნდა ავიღოთ :) ცივი ნათება ტკენს თვალებს, თბილი, მოყვითალო არა :)
31-03-2009, 00:42:15 | Power_VANO

Gio_kiborg
ციტატა
არა ვანო, არავითარ შემთხვევაში,
ვარვარის ნათურაში ენერგიის 90% დაახლოებით სითბური სახით იკარგება,(ინფრაწითელი გამოსხივება) ხოლო LED-ში კი სითბოს გამოყოფა გაცილებით დაბალია, რადგან გამოსხივების დიდი ნაწილი მოდის ხილულ უბანში
მქკ რაა არ ვიცი, მაგრამ 80% მდე მაინც იქნება მინიმუმ

ზუსტად მაგაზე სილაპარაკეთ, მე და ვანომ :)

შეილება 80%-ზე მეტიც იყოს :)
პრინციპში 7.5 დან თუ 6 ვტ. მთლიანად ხიხლულ სპქტრში სხივდება ეგრეა 80%, მაგრამ მეტი მგონია :)

ისე ესეთი ნათურები თვალისთვის ცოტა ცუდია :(

მე მირჩევნია თელასის მეტი ვატები დავწვა, ვიდრე ამ ნათურაზე თვალები დავითხარო + რა ფასი აქვს, ჩვენ პირობებეში ეგრევე მოისპობა
31-03-2009, 00:02:14 | otosaxel

Power_VANO
არა ვანო, არავითარ შემთხვევაში,
ვარვარის ნათურაში ენერგიის 90% დაახლოებით სითბური სახით იკარგება,(ინფრაწითელი გამოსხივება) ხოლო LED-ში კი სითბოს გამოყოფა გაცილებით დაბალია, რადგან გამოსხივების დიდი ნაწილი მოდის ხილულ უბანში
მქკ რაა არ ვიცი, მაგრამ 80% მდე მაინც იქნება მინიმუმ
30-03-2009, 23:29:20 | Gio_kiborg

არ ვიცი ოთო, მგონი ფიზიკის კანონები დავარღვიეთ

ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა :)
30-03-2009, 21:45:26 | Power_VANO

ციტატა
60 ვატი სინათლე მხოლოდ 7.5 ვატის



WTF რაა ამის მ.ქ.კ. 99 %?
30-03-2009, 21:33:30 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.