მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის ახალი ჩიპები ლეპტოპების ბაზრისთვის
Intel-ის ახალი ჩიპები ლეპტოპების ბაზრისთვის

CNet-ის ინფორმაციით, კორპორაცია Intel-ი გეგმავს დღეს წარმოებაში ჩაუშვას რამდენიმე პროცესორი, რომლებიც ულტრა-პორტატული ლეპტოპებისთვისაა განკუთვნილი. არა, ნეტბუქებისთვის, არამედ ისეთი კლასის ლეპტოპებისთვის, როგორებიცაა MacBook Air, Voodoo Envy და Dell Adamo.


Dell Adamo

ესეც ახალი პროცესორები:

SP9600 / 2.53GHz / 6MB კეში / 1066MHz FSB / 2 ბირთვი / 25W / $316
SL9600 / 2.13GHz / 6MB კეში / 1066MHz FSB / 2 ბირთვი / 17W / $316
SU9600 / 1.60GHz / 3MB კეში / 800MHz FSB / 2 ბირთვი / 10W / $289
SU3500 / 1.4GHz / 3MB კეში / 800MHz FSB / 1 ბირთვი / 5.5W / $262
ICP900 / 2.2GHz / 1MB კეში / 800MHz FSB / 1 ბირთვი / 35W / $70
ყურადღება: ICP900 "Celeron" ბრენდის წარმომადგენელია.

ახალი პროცესორების ანონსი ყველაზე სამწუხარო ალბათ Dell Adamo-სთვისაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე და ორ ვარიანტში იყიდება: 1.2 GHz-იანი და1.4 GHz-იანი Core 2 Duo პროცესორებით, რომელბიც, შესაბამისად, 1999 და 2699 მარადმწვანე ამერიკელი პრეზიდენტი ღირს. ყველაზე მისაღები მომხმარებლისთვის ალბათ ამ ჩიპების საცალო ვაჭრობაში გამოსვლა იქნება, სისტემის განახლების შესაძლებლობისთვის.

ულტრა დაბალძაბვიანი ჩიპები ზაფხულისთვის გამოვა ბაზარზე და განკუთვნილი იქნება თხელი, კომპაქტური ლეპტოპებისთვის, რომელიც ისეთი ადამიანების არჩევანია, ვისაც დღევანდელი შემოთავაზებები არ აკმაყოფილებს ან ფინანსები არ აძლევს მათი შეძენის საშუალებას.

წყარო: CNet





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-03-2009, 22:58:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.