Intel-ის ახალი ჩიპები ლეპტოპების ბაზრისთვის
CNet-ის ინფორმაციით, კორპორაცია Intel-ი გეგმავს დღეს წარმოებაში ჩაუშვას რამდენიმე პროცესორი, რომლებიც ულტრა-პორტატული ლეპტოპებისთვისაა განკუთვნილი. არა, ნეტბუქებისთვის, არამედ ისეთი კლასის ლეპტოპებისთვის, როგორებიცაა MacBook Air, Voodoo Envy და Dell Adamo.
ესეც ახალი პროცესორები: SP9600 / 2.53GHz / 6MB კეში / 1066MHz FSB / 2 ბირთვი / 25W / $316 ახალი პროცესორების ანონსი ყველაზე სამწუხარო ალბათ Dell Adamo-სთვისაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე და ორ ვარიანტში იყიდება: 1.2 GHz-იანი და1.4 GHz-იანი Core 2 Duo პროცესორებით, რომელბიც, შესაბამისად, 1999 და 2699 მარადმწვანე ამერიკელი პრეზიდენტი ღირს. ყველაზე მისაღები მომხმარებლისთვის ალბათ ამ ჩიპების საცალო ვაჭრობაში გამოსვლა იქნება, სისტემის განახლების შესაძლებლობისთვის. ულტრა დაბალძაბვიანი ჩიპები ზაფხულისთვის გამოვა ბაზარზე და განკუთვნილი იქნება თხელი, კომპაქტური ლეპტოპებისთვის, რომელიც ისეთი ადამიანების არჩევანია, ვისაც დღევანდელი შემოთავაზებები არ აკმაყოფილებს ან ფინანსები არ აძლევს მათი შეძენის საშუალებას. წყარო: CNet ბეჭდვითი ვერსია | 31-03-2009, 22:58:00 | Power_VANO |
|