მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD/ATI Radeon HD 4890-ის ორბირთვიანი ვერსია არ გამოვა
AMD/ATI Radeon HD 4890-ის ორბირთვიანი ვერსია არ გამოვა

დღე-დღეზე AMD ახალ გრაფიკულ ადაპტერს Radeon HD 4890-ს ოფიციალურად წარუდგენს საზოგადოებას. ახალი ვიდეო დაფა, როგორც იცით, დაფუძნებულია RV790 ვიდეოჩიპზე. მიუხედავად იმისა, რომ თავის პატარა ძმებთან შედარებით, HD 4890 გაცილებით ეფექტურია, მწარმოებლები თავს იკავებენ მისი ორბირთვიანი ვარიანტის დამზადებისგან.

მიზეზი ძნელი მისახვედრი არაა - ენერგომოხმარება. წინასწარი ინფორმაციით, RV790, რომელიც 850 მჰც-ზე იმუშავებს (უფრო მაღალ სიხშირეზე, თუ ვიდეო დაფას ააჩქარებთ. სხვადასხვა ინფორმაციით HD 4890-ს 1 გჰც-იანი ზღვრის გადალახვაც შეუძლია), საშუალოდ 190 ვატ ელ. ენერგიას მოიხმარს. გასაგებია, რომ ორბირთვიანი გადაწყვეტის შექმნა, რომელიც დაახლოებით 380 ვატს "შეჭამს", არც ისე მიზანშეწონილია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ Radeon HD 4890-ის ორბირთვიანი ვერსია სამყაროს ვერადროს მოევლინება. სავსებით შესაძლებელია, AMD-მ გეგმები შეცვალოს, ან მის რომელიმე პარტნიორ კომპანიას მოუნდეს 4890X2-ის გამოშვება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-03-2009, 23:21:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.