COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Western Digital-ი ოფიციალურად შევიდა SSD-ების ბაზარზე

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2002


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Western Digital-ი ოფიციალურად შევიდა SSD-ების ბაზარზე
Western Digital-ი ოფიციალურად შევიდა SSD-ების ბაზარზე

კომპანია Western Digital-მა ოფიციალურად განაცხადა SiliconSystems-ის შეძენის შესახებ, რომელიც ფლეშ და SSD დრაივების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია ბაზარზე. შედეგად, Western Digital-ი ოფიციალურად შევიდა დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ SSD-ების ბაზარზე.

კომპანია SiliconSystems-ი 2002 წელს შეიქმნა და ამ პერიოდში მოახერხა გაეყიდა მილიონობით დრაივი SiliconDrive ბრენდით. SiliconSystems-ის პროდუქცია საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოიყენება აეროკოსმოსურ, სამედიცინო და სამხედრო სფეროებშიც. ამ სეგმენტზე მოდის მსოფლიოში SSD-ების გაყიდვების 1/3 2008 წელს. კომპანია დრაივებს აწარმოებს SATA, EDIDE, USB ინტერფეისებისთვის 2,5”, 1,8”, PC Card და CompactFlash ფორმ-ფაქტორებით. SiliconSystems-ს ეკუთვნის რამდენიმე საკმაოდ გავრცელებული ტექნოლოგია, მათ შორის PowerArmor, SiSMART, SolidStor და SiSecure.

შესყიდვის დასრულების შემდეგ SiliconSystems-ი ამ სახელით აღარ არსებობს. იგი Western Digital-ის დაქვემდებარებულ კომპანიად იქცა და ახალი სახელი - WD Solid-State Storage business unit ეწოდა. SiliconSystems-ის შეძენა Western Digital-ს 65 მილიონი მარადმწვანე დაუჯდა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 31-03-2009, 23:48:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.