მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ATI/AMD Radeon HD 4890
ATI/AMD Radeon HD 4890

გუშინ ATI-მ, AMD-ს დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ოფიციალურად გაუშვა გაყიდვაში ახალი ვიდეო დაფა - Radeon HD 4890, ექსკლუზიურად 1 გბ GDDR5 მეხსიერებით.

ახალი RV790 ბირთვი უბრალოდ აჩქარებული RV770 არაა. RV790 თავის უმცროს ძმასთან შედარებით ოდნავ დიდია და პრაქტიკულად, მის რედიზაინს წარმოადგენს. ახალ ბირთვში დახვეწილია კვების მიწოდების სისტემა. შედეგად, HD 4890-ის ეფექტურობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე HD 4870-სა.

ბირთვის რედიზაინის შედეგად, შესაძლებელი გახდა უფრო მაღალი სიხშირეების მიღწევა. კერძოდ, თუ Radeon 4870 მუშაობს 750 მჰც სიხშირეზე, Radeon 4890-ის ბირთვის სიხშირე სტანდარტულად 850 მჰც-ს უტოლდება. ახალ ბირთვს აქვს ძალიან კარგი ოვერქლოქინგის პოტენციალიც - 950 მჰც ადვილად მისაღწევია, ხოლო მათ ვისაც აჩქარებაში გამოცდილება აქვთ ან განსაკუთრებით კარგი ჩიპები შეხვდებათ, შეძლებენ მაგიური 1000 მჰც-ის მიღწევას. Radeon HD 4890-ის GDDR5 მეხსიერება სტანდარტულად 3.9 გჰც სიხშირეზე მუშაობს და უზრუნველყოფს 124.8 გბ/წმ გამტარობას. ATI-ს რამდენიმე პარტნიორი კომპანია გამოუშვებს ვიდეო დაფის აჩქარებულ ვერსიას, რომლებშიც მეხსიერების სიხშირე 1 გჰც-ს გადასცდება.


HD 4890-ის ტრანზისტორების რაოდენობა 959 მილიონია,
სურათზე ინფორმაცია არასწორადაა ნაჩვენები

საკმაოდ კარგად გამოიყურება HD 4890-ის ენერგომოხმარების მაჩვენებლები. დაუტვირთავ, IDLE რეჟიმში ახალი ვიდეო დაფა მხოლოდ 60 ვატ ელ.ენერგიას მოიხმარს, რაც ერთი მესამედით ნაკლებია HD 4870-ის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ენერგომოხმარებას მაქსიმალურად დატვირთულ რეჟიმში, იგი 190 ვატს შეადგენს (30 ვატით მეტი უმცროს 4870-თან შედარებით) და გამოწვეულია ბირთვისა და მეხსიერების მაღალი სიხშირეებით.

Radeon HD 4890 ტესტებში საშუალოდ 10-25%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს HD 4870-თან შედარებით. თვის ბოლოს ახალი Catalyst 9.4 დრაივერები გამოვა და სავარაუდოდ, ახალი ვიდეო დაფის წარმადობა კიდევ გაიზრდება.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინდელი მაჩვენებლით 50000 Radeon HD 4890 უკვე ჩაშვებული იყო ბაზარზე, მათი ნაწილი კი წინასწარ იყო დაკვეთილი.

Radeon HD 4890-ს პირდაპირი კონკურენტი NVIDIA-ს ბანაკიდან ახალი GeForce GTX 275-ია, რომლის შესახებაც სიახლეს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. ორივე მათგანი ერთ, 249$-იან საფასო კალათაშია განთავსებული.

აქვე გთავაზობთ კონკურენტი კომპანიების მაღალი კლასის ვიდეო დაფების ტექნიკური მახასიათებლების ცხრილს:

 

GTX 280

ATI Radeon HD 4890

GTX 275

ATI Radeon HD 4870

GTX 260 Core 216

ATI Radeon HD 4850

GTS 250

Stream პროცესორები

240

800

240

800

216

800

128

Texture Address / Filtering

80 / 80

40

80 / 80

40

72/72

40

64 / 64

ROP-ები

32

16

28

16

28

16

16

ბირთვის სიხშირე

602MHz

 850MHz

633MHz

750MHz

576MHz

625MHz

738MHz

მეხსიერების სიხშირე

1107MHz

3.9GHz GDDR5

1134MHz

3.6GHz GDDR5

999MHz

1986MHz GDDR3

1100MHz

მეხსიერების სალტე

512-bit

256-bit

448-bit

256-bit

448-bit

256-bit

256-bit

ფრეიმ ბუფერი

1GB

1GB

896MB

1GB/512MB

896MB

512MB

512MB

ტრანზისტორების რაოდენობა

1.4B

959M

1.4B

956M

1.4B

956M

754M

საფასო კალათა

$349

$249

$249

$179/$149

$179

$129

$129





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-04-2009, 22:41:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.