მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
NVIDIA GeForce GTX 275
NVIDIA GeForce GTX 275

იმის გამო, რომ AMD/ATI-მ ახალი ვიდეო დაფა, Radeon HD 4890 ბაზარზე გუშინ გამოუშვა, საპასუხოდ, კონკურენტი ვიდეო დაფის ანონსის გაკეთება NVIDIA-საც მოუწია, ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად. ახალი ვიდეო დაფა, GeForce GTX 275 დაფუძნებულია GT200 არქიტექტურაზე, აღჭურვილია 240 სტრიმ პროცესორით, რომლებიც 1404 მჰც სიხშირეზე მუშაობენ, 80 ტექსტურების გადამამუშავებელი ბლოკით, 448-ბიტიანი მეხსიერების სალტითა და 896 მბ GDDR3 მეხსიერებით. NVIDIA-მ ახალი ვიდეო დაფა  GeForce GTX 260-სა და GeForce GTX 285-ს შორის განათავსა, როგორც ფასის, ასევე წარმადობის მიხედვით.

GTX 275-ის გამოშვება თავდაპირველად 14 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, NVIDIA-ს კონკურენტის მიერ Radeon 4890-ის ანონსის გამო გეგმების დაჩქარება მოუწია. აღსანიშნავია, რომ Radeon HD 4890 GeForce GTX 275-ის პირდაპირი კონკურენტია და AMD/ATI-მ 50000 ცალი ვიდეო დაფა უკვე გაუშვა ბაზარზე. კონსტრასტისთვს, NVIDIA-ს მხოლოდ რამდენიმე ათასი GTX 275 აქვს ჯერჯერობით მზად.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვიდეო დაფა TSMC-ს 55 ნმ ტექნოპროცესზეა აგებული, ATI-ს ამ ტექნოპროცესთან უფრო დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, RV790 ბირთვის ზომა გაცილებით პატარაა GT200b-სთან შედარებით, რომელსაც GTX 275 იყენებს. პატარა ბირთვების დამზადება ნაკლებ ხარჯთან და ნაკლებ ტექნოლოგიურ წუნთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, მათი წარმოება უფრო ადვილად და სწრაფადაა შესაძლებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, GTX 275-ის პირდაპირი კონკურენტი ATI-ს ბანაკიდან ახალი HD 4890-ია. ორივე ვიდეო დაფა ერთ, 249$-იან საფასო სეგმენტშია განთავსებული.

NVIDIA GeForce GTX 275-სა და AMD/ATI Radeon HD 4890-ის ტესტირებების შედეგების ნახვა უკვე შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილამდე GeForce GTX 275 ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით იყიდება. ახალი ვიდეო დაფის შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია შესაძლებელი.

თვალსაჩინოებისთვის, გზავაზობთ ATI-სა და NVIDIA-ს უახლესი ვიდეო დაფების შედარებით ცხრილს ტექნიკური მახასიათებლებითურთ:

 

GTX 280

ATI Radeon HD 4890

GTX 275

ATI Radeon HD 4870

GTX 260 Core 216

ATI Radeon HD 4850

GTS 250

Stream პროცესორები

240

800

240

800

216

800

128

Texture Address / Filtering

80 / 80

40

80 / 80

40

72/72

40

64 / 64

ROP-ები

32

16

28

16

28

16

16

ბირთვის სიხშირე

602MHz

 850MHz

633MHz

750MHz

576MHz

625MHz

738MHz

მეხსირების სიხშირე

1107MHz

3.9GHz GDDR5

1134MHz

3.6GHz GDDR5

999MHz

1986MHz GDDR3

1100MHz

მეხსირების სალტე

512-bit

256-bit

448-bit

256-bit

448-bit

256-bit

256-bit

ფრეიმ ბუფერი

1GB

1GB

896MB

1GB/512MB

896MB

512MB

512MB

ტრანზისტორების რაოდენობა

1.4B

959M

1.4B

956M

1.4B

956M

754M

საფასო კალათა

$349

$249

$249

$179/$149

$179

$129

$129





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-04-2009, 22:45:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.