მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Conficker მოდის ...
Conficker მოდის ...

"ვირტუალური სამყარო პანიკამდეა მისული. ერთმა ვირუსმა, შეიძლება ითქვას, რომ "თითზე დაიხვია" წამყვანი ანტივირუსული ლაბორატორიები და კიბერ-დაცვის ექსპერტები" - საპირველაპრილო ხუმრობა? არავითარ შემთხვევაში! სხვა რომ არაფერი, ინტერნეტის საშიშროების საშუალო მაჩვენებელი, დაფუძნებული წამყვანი ანტივირუსული ლაბორატორიების საშუალო შედეგზე, უკვე კვირა იქნება რაც "ამაღლებული" დონიდან არ ჩამოსულა! ავტორის გამოცდილებაში ეს პირველადაა. პრობლემის სერიოზულობაში არავის უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, მაგრამ პანიკისთვის ნამდვილად ადრეა! Conficker "ბომბია" დისტანციური დეტონაციის სისტემის და კონკრეტულად რა შიგთავსით უკვე ავტორების გადასაწყვეტია. მაგრამ ნუ ელით ჰოლივუდის ფილმებისთვის დამახასიათებელ სპეც ეფექტებს, როცა ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს, ექსცენტრული ხაკერ-გენიოსის მიერ "Y" ღილაკზე დაჭერით აქტიურდება ინტერნეტთან შეერთებული ყველა კომპიუტერზე დამალული ვირუსი და ... მსოფლიოს ყველა კომპიუტერის მონიტორებზე, ტელევიზორებსა თუ სარეკლამო ეკრანებზე ჩნდება პაციფისტური შინაარსის ნაწერები, ფონდური ბირჟები წყვეტენ მუშაობას, ინფრასტრუქტურები გამოდიან მწყობრიდან, იწყება ანარქია და განუკითხაობა ... აბსურდია!



შესაძლებელია ინტერნეტის გათიშვა? (იგულისხმება მთლიანად ინტერნეტის და არა კონკრეტულად მომხმარებლებისთვის)

არა! ეს შეუძლებელია, ჯერჯერობით მაინც! მაგრამ ინტერნეტთან შეერთებულ Windows მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება საშიშროება ერთ პლატფორმაზე აგებული სისტემის მიღებისა, რომელზე მასიური შეტევის წარმატებით დასრულების შანსი ასევე პროპორციულად იზრდება.

დღევანდელი ინტერნეტი დივერსიფიცირებულია. ავტორების ჩანაფიქრისამებრ ის დაყოფილია უამრავ თვითდამოკიდებულ კვანძად. კვანძები შეძლებისდაგვარად იზოლირებულია და დაცული მრავალი აპარატული თუ პროგრამული უსაბრთხოების პაკეტებით. უსაბრთხოების პროდუქცია მრავალფეროვანია და ფართოდ გამოიყენება ყველა დონეზე. Conficker და სხვა ბოროტმოქმედი პროგრამები უმთავრესად არა საკმარისად დაცულ კლიენტ კომპიუტერებზე ვრცელება, რომლებიც უდავოდ ბევრია მაგრამ არა საკმარისი კონკრეტული შეტევის შემთხვევაში რეალურად საშიში მასშტაბის შედეგების მისაღებად. მაშინ რატომ იწერება ამდენი ვირუსი? არ შეგეპაროთ ეჭვი რომ იგივე Conficker-ის შექმნის უკან პროფესიონალ პროგრამისტთა ჯგუფია სრულიად სერიოზული ბეზნეს გეგმებით! დასრულდა დრო მოყვარული "ვირუსომწერლებისა". თანამედროვე ბოროტმოქმედი პროგრამების წარმობა უაღრესად მომგებიანი ინდუსტრიაა, რომლის უკან როგორც კერძო კომპანიები, ასევე სხვა და სხვა სახელისუფლებო ორგანიზაციებია. რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ამ კრიმინალების ბიზნეს გეგმები? თუგინდ Botnet-ების შექმნა, შემდეგ გაყიდვა თუ გაქირავებაში. Botnet, ანუ ბოტების ქსელი, არის დამალული ქსელი ინტერნეტის შიგნით. ის იქმნება კომპიუტერების (იგივე ბოტების) სპეციალური ვირუსით ინფიცირების შედეგად. ყველა დაავადებული კომპიუტერი იმართება ცენტრალური მართვის პანელით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერნეტით რეკლამის, SPAM-ის, კიდევ მეტი ვირუსის თუ შპიონური პროგრამის დასაგზავნად/გასავრცელბლად და ნებისმიერი სხვა ლოგიკურად წარმოსადგენი მიზნით.

ათეულობით თუ არა ასეულობით ათასი კომპიუტერი უკვე ძალაუნებურად გაერთიანებულია ასეთ ქსელებში, მათ შორის შესაძლოა თქვენიც და ჩემიც!

გამახსენდა BBC-ს მიერ ჩატარებული შთამბეწდავი ექსპერიმენტი. ტექნოლოგიური გადაცემა Click-ის კონსპირირებულმა ჟურნალისტმა შეიძინა აქტიური Botnet ხაკერთა ჯგუფისგან და მოახდინა მისი დემონსტრაცია.

 

სკანდალური ვიდეოს შემოკლებული ვერსია

 

სრულ ინფორმაციას მიიღებთ BBC-ს საიტზე.

მაშინ რას უნდა ველოდეთ Conficker-ისგან? ავტორს ღრმად სჯერა რომ საბოლოოდ ზუსტად Botnet-ის გაკეთება იგეგმება იმ უზარმაზარი რაოდენობა კომპიუტერებისგან, რომლებზეც ბუდობს ეს ჭიაყელა.

დასკვნა

ელოდეთ, როგორც მინიმუმ, საფოსტო ყუთების მეტი SPAM-ით გავსებას :-) ლოდინი დიდ ხანს აღარ უნდა მოგვიწიოს.

ცოდნა საუკეთესო იარაღია: გაეცანით Conficker ჭიაყელაზე დამატებით ინფორმაციას და მისგან დაცვის გზებს ჩვენს საიტზე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-04-2009, 01:44:00 | gearge
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

ეს შესაზლებელია მაგრამ ალბატ მიხედავენ საკადრისად
07-04-2009, 11:20:29 | BERETA666

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.