COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » OCZ Technology-ს ახალი, Z-სერიის კვების ბლოკები

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2013


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ Technology-ს ახალი, Z-სერიის კვების ბლოკები
OCZ Technology-ს ახალი, Z-სერიის კვების ბლოკები

OCZ Technology-მ ბაზარზე ახალი Z სერიის კვების ბლოკები წარმოადგინა, რომლებზეც, მისივე განცხადებით, კომპანია თითქმის 2  წლის განმავლობაში მუშაობდა. საინტერესოა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა - ახალ კვების ბლოკებს საკმაოდ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი გააჩნიათ.

დღესდღეობით, კვების ბლოკების ეფექტურობა (მარგი ქმედების კოეფიციენტი) ფასდება 80 PLUS სერტიფიკაციის მიხედვით. ასევე გვაქვს 80 PLUS-ის რამდენიმე კატეგორია. პირველი სტანდარტულია, შემდეგ კი მოდის ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს სერტიფიკაციები. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ოქროს სერტიფიკატის მფლობელი კვების ბლოკები საკმაოდ ცოტაა. 80 PLUS-ის მიერ სერტიფირებული 1356 კვების ბლოკიდან მხოლოდ 27-ია ოქროს სერტიფიკატის მფლობელი. იმისათვის, რომ კვების ბლოკმა ოქროს სერტიფიკატი მიიღოს, უნდა უზრუნველყოფდეს 90%-ზე მაღალ ეფექტურობას 50%-იან დატვირთვის რეჟიმში.

Z სერიიდან OCZ-მა ბაზარზე სამი კვების ბლოკი გამოუშვა - Z1000, Z550 და Z650. Z1000, რომელიც 1000 ვატიანი კვების ბლოკია და გამოდის როგორც მოდულარულ (კაბელმენეჯმენტი), ასევე არამოდულარულ მოდელებში, აკმაყოფილებს 80 PLUS ოქროს სტანდარტს. რაც შეეხება Z550-სა და Z650-ს, ისინი ვერცხლის სერტიფიკატების მფლობელები არიან.

Z სერიის კვების ბლოკები, რომელბსაც 5-წლიანი ქარხნული გარანტია ექნებათ, მაღაზიებში გაზაფხულის ბოლოს გამოჩნდება. ფასების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ არაფერია ცნობილი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-04-2009, 14:11:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.