მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ-ი UPS-ების ბაზარზე შედის
OCZ-ი UPS-ების ბაზარზე შედის

OCZ Technology UPS-ების (Uninterruptible Power Supply) ბაზარზე თავისი ქვედანაყოფის, PC Power & Cooling-ის საშუალებით შევიდა. პირველი UPS-ის სახელია Pro-Source 1500, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ბაზრის ლიდერს - APC-ს (American Power Conversion).

Pro-Source 1500, ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით 1500 VA-იანი (ვოლტ-ამპერი) უწყვეტი კვების წყაროა და აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს 900 ვატი ელ. ენერგია. მას აქვს სუფთა სინუსური გამომავალი ტალღა (მესმის, რთული ტერმინია :-) ), რაც საკმაოდ კარგია სტაბილურობისა და სისტემის აჩქარებისთვის (ოვერქლოქინგი). OCZ-ის განცხადებით, Pro-Source 1500-ს შეუძლია 10 წუთის განმავლობაში 600W ელ. ენერგიის უზრუნველყოფა თქვენი კომპიუტერებისთვის. 600 ვატი, დამეთანხმებით, საკმაოდ ბევრია. UPS-ის წინა პანელზე გათავსებულაი LCD მონიტორი, რომელიც აჩვენებს შემავალ და გამომავალ ძაბვას, სიხშირეს, ინფორმაციას ბატარეის მუხტის შესახებ, ბატარეის დამუხტვის ინდიკატორს, UPS-ის გამომავალ დატვირთვას და UPS-ის ტემპერატურას.

Pro-Source 1500-ს შესაძლებლობა აქვს, კომპიუტერს შეტყობინენები გაუგზავნოს USB ან Ethernet კაბელის საშუალებით. შესაძლებელია დაშორებული მონიტორინგი ელ. ფოსტითა და პეიჯერის შეტყობინებებით. UPS-ი იყენებს სტანდარტულ, 12 ვოლტიან, 7 ამპერ-საათიან ბატარეებს, რომელთა შეცვლა უპრობლემოდაა შესაძლებელი. Pro-Source 1500-ს აქვს 3-წლიანი გარანტია და მისი ფასი 300 მარადმწვანე პრეზიდენტზე ნაკლები იქნება.

მოკლედ, რომ ვთქვათ, OCZ-ს მშვენიერი UPS-ი გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში, OCZ Technology Group-ი ყოველთვის მაღალი ხარისხით იყო ცნობილი, შესაბამისად, ცუდი არც Pro-Source 1500 იქნება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-04-2009, 08:44:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

აი UPS მესმის :)
Power_VANO
ციტატა
მას აქვს სუფთა სინუსური გამომავალი ტალღა (მესმის, რთული ტერმინია :-) ), რაც საკმაოდ კარგია სტაბილურობისა და სისტემის აჩქარებისთვის (ოვერქლოქინგი).

,აბა სხვა UPS-ებს როგორი აქვს? მაიცა ყველას სინუსური არ აქვს?
wow, სინუსური ჯობია მართკუთხას, მადლობ ინფოსთვის
10-04-2009, 22:10:05 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.