COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ის ატომური პროცესორი ერთი წლის გახდა!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2020


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის ატომური პროცესორი ერთი წლის გახდა!
Intel-ის ატომური პროცესორი ერთი წლის გახდა!

მას შემდეგ, რაც 2007 წლის ბოლოს ბაზარზე ახალი, ნეტბუქების სეგმენტი გამოჩნდა, წელიწადზე მეტი გავიდა. თავიდან, ნეტბუქებში გამოიყენებოდა პროცესორები, რომლებიც სხვა სეგმენტისთვის იყო გამოშვებული. თუმცა, გავიდა დრო და Intel-მა გამოუშვა Atom-ი, პირველი პროცესორი, რომელიც სპეციალურად ნეტბუქებისთვის იყო განკუთვნილი.

დღეს ინტელი თავისი ატომური პროცესორის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს. დაბადების დღის აღნიშნვა და 2 ახალი Atom პროცესორის ანონსი Intel Developer Forum-ზე შედგა, რომელიც ამჟამად პეკინში იმართება. პრეზენტაციას ულტრა მობილური ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი ანანდ ჩანდრასეკნერი (Anand Chandrasekher) უძღვებოდა.

რაც შეეხება ახალ პროცესორებს, მათი სახელებია Atom Z550 და Atom Z515. უფროსი ძმა Z550 მუშაობს 2 გჰც სიხშირეზე და აღჭურვილია Hyper-Threading ტექნოლოგიით. Intel-ის განცხადებით, Z550-ს ეკუთვნის წარმადობის რეკორდები ისეთ პროცესორებს შორის, რომლებიც 3 ვატზე ნაკლებ ელ. ენერგიას მოიხმარენ. რაც შეეხება უმცროს Z515-ს, მისი სამუშაო სიხშირე 1.2 გჰც-ია და მასში აქცენტი ელ. ენერგიის მოხმარების შემცირებაზეა გაკეთებული. Z515-ს აქვს Intel Burst Performance ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ძირითადად განკუთვნილია მცირე ზომის MID-ებისთვის (მოწყობილობები, რომლებიც ინტერნეტში სერფინგისთვისაა განკუთვნილი).

ან ანანდ ჩანდრასეკნერმა საზოგადოებას პირველად წარუდგინა Moorestown და Lincroft პლატფორმები. Moorestown პლატფორმა 10-ჯერ უფრო ნაკლებ ელ. ენერგიას მოიხმარს IDLE, დაუტვირთავ რეჟიმში ვიდრე იმავე სეგმენტისთვის განკუთვნილი ინტელის სხვა პროცესორები. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ახალი 45 ნმ Hi-K ტექნოპროცესით. რაც შეეხება Lincroft-ს, იგი ახალი პლატფორმაა და შედგება Atom პროცესორის, ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერისა და მეხსიერების კონტროლერისგან.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-04-2009, 14:10:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.