მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Microsoft-ის მესამე, ანტი-Apple რეკლამა
Microsoft-ის მესამე, ანტი-Apple რეკლამა

პირველი ლორენი იყო, გოგონა, რომელმაც MacBook-ს HP-ს ლეპტოპი არჩია და მილიონობით იუზერს თავი შეაყვარა. მეორე რეკლამაში ახალგაზრდა ინჟინერი, ჯიამპაოლო ვიხილეთ რომელმაც MacBook Pro-ს ასევე HP-ს ნოუთბუქი ამჯობინა. ორი დღის წინ კი Microsoft-მა მესამე ანტი-Apple რეკლამა გაუშვა ქსელში, რომელშიც აშკარადაა ხაზგასმული Apple-ის მაღალი ფასები პროდუქციაზე.

ამჯერად, ახალი რეკლამის მთავარ გმირს, ლიზას, მიეცა 1500 ამერიკული მარადმწვანე კომპიუტერის საყიდლად. ლიზა Best Buy-ს მაღაზიაში შვილთან, ჯექსონთან ერთად მივიდა. თავდაპირველად, დედა-შვილმა Apple-ის ლეპტოპებს მიაკითხეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლიზას გარეგნულად საკმაოდ მოეწონა "ვაშლის ლეპტოპი," პატარა ჯექსონმა განაცხადა: "ისინი ძალიან პატარები არიან!". "და გაცილებით ძვირიც ღირს," - უპასუხა დედამ.


დედა-შვილი

დედა-შვილმა დაათვალიერა სხვა ლეპტოპებიც, მაგრამ ამჟერად არჩევანი HP-ზე არ შეჩერებულა. ლიზამ Sony VAIO FW აარჩია, Blu-Ray-ს მხარდაჭერით. ჯექსონიც კმაყოფილი დარჩა შენაძენით.

Sony VAIO FW, რომელიც ლიზამ შეიძინა, Best Buy-ზე 899 დოლარი ღირს და საშუალო დონის ტექნოლოგიური მახასიათებლები აქვს. ლეპტოპი აღჭურვილია Intel Core 2 Duo T6400 პროცესორით, Intel Graphics Media Accelerator 4500MHD ვიდეო ადაპტერით, 4 GB ოპ. მეხსიერებითა და XBRITE-HiColor 16.4" 1600 x 900 მონიტორით. ლეპტოპის წონა დაახლოებით 2.7 კილოგრამია. ბატარეის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის საშუალო ხანგრძლივობა კი, საშუალოდ 3 საათამდეა.


ლეპტოპი ვიყიდეთ, ფულიც ბევრი დაგვრჩა :-)

ახალი რეკლამა ანალიტიკოსებმა შედარებით უკეთესად მიიღეს, ვიდრე მეორე, რომელშიც ჯიამპაოლო მონაწილეობდა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება რეკლამების სერია. ექსპერტები თვლიან, რომ მაიკროსოფტი ნაკლებად აგრესიულია.

ახალი რეკლამა ტრადიციულად, შეგიძლიათ YouTube-ზე იხილოთ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-04-2009, 19:18:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

Delphi
ციტატა
ყველაზე ნაღდი გადაწყვეტილება - იყიდე PC და დააყენე MAC OS X !

და უნდა დააყენო ჰაკინტოში?
რა აქვს ისეთი MAC OS X რაც აქვს სხვა OS-ს?
მულტიმედია, აბა ვინდი რისი ვინდია?
unix-ის მუღამი გაქ, აბა რას აკეთებს linux-ი, ან BSD, თუნდაც solaris-ი?
თუ უბრალოდ ჯობსის Aqua-შია საქმე?
ანუ ეს ვაშლი არის მარკეტინგული სვლა როგორ ჰარდი ასევე სოფტი!
PC-ს გაუმარჯოს, თავის Win-ით და linux/BSD/Solaris-ით!
14-04-2009, 20:38:07 | otosaxel

ყველაზე ნაღდი გადაწყვეტილება - იყიდე PC და დააყენე MAC OS X !
14-04-2009, 19:55:21 | Delphi

აჰაა, ჭკვიანი ბიჭი ჩანს, კოჭებში ეტყობა!
13-04-2009, 22:45:07 | Power_VANO

ვინ იქნება შემდეგი?

ისე, მე ალბათ მაკს ავირჩევდი ამ ბავშვის ადგილას.
მხოლოდ იმიტომ, რომ დამაბრმავებდა Macbook-ი და, რაც მთავარია, Mac Os X. თუმცა, ყოჩაღ, აშკარად სერიოზული ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში.

13-04-2009, 22:38:22 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.