მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Win 7 Beta-დან RC-ზე გადასვლა შეუძლებელია?
Win 7 Beta-დან RC-ზე გადასვლა შეუძლებელია?

MS მთელი ძალით მუშაობს Vista-სა და Win7-ს შორის კომფორტული ხიდის გასადებად. ამჟამად Vista-დან მიგრირება კონფიგურაციის და პროგრამიების დაკარგვის გარეშე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი - Win7-ის ინსტალაციისას უბრალოდ აირჩევთ Upgrade-ს და ყველაფერი შენარჩუნდება, თქვენ კი ახალ სისტემას მიიღებთ; მაგრამ რა ხდება დანარჩენ სისტემებზე?



პირველი "შოკი" გუშინწინ მიიღო ტექ. საზოგადოებამ - Microsoft პასუხისმგებლობას იხსნის XP-ის მფლობელების წინაშე, ამ უკანასკნელთათვის არანაირი ხიდი არ არსებობს, ახალ სისტემაზე გადასვლის ერთადერთი ასე თუ ისე მოსახერხებელი გზა Windows Easy Transfer-ის გამოყენებაა (რასაკვირველია, ასევე შეიძლება სუნთქვის შეკავება, C-ს მიფორმატება, ზედ ახალი ოპ. სისტემის დაყენება და ნულიდან დაკონფიგება). თუმცა ამაში კორპორაციის დადანაშაულება სამართლიანი ვერ იქნება - XP-მ თავისი Life Cycle აგერ უკვე 2 წელია ამოწურა და მისი საპორტი ხელოვნურად ნარჩუნდება ამ ხნის განმავლობაში (ისიც ამ სისტემის პოპულარობიდან გამომდინარე). გასაგებია, რომ MS-ს ამ საკითხში XP-ს მხარდაჭერას ვერ მოვთხოვთ, მით უმეტეს, უბრალო მომხმარებლები Windows Easy Transfer-ითაც მშვენივრად გაართმევენ თავს განახლებას. აი, სამთავრობო სექტორის და დიდი კომპანიების მომსახურე IT პერსონალს ცუდად ექნება საქმე, ყველა კომპზე ერთი და იმავე მანიპულაციის ჩატარება სახალისო საქმე ვერაა.

მეორე (ამჯერად უკვე ბრჭყალებს გარეშე) შოკი ის გახლდათ, რომ MS არც Win7-ის ბეტა ვერსიის მფლობელებს სწყალობს. დიახ, თქვენი შეცდომაა, თუ Win7 ბეტა ძირითად სამუშაო სისტემად გამოიყენეთ, ის ხომ ბეტაა, განკუთვნილი მხოლოდ ტესტირებებისთვის! და ბოლო დარტყმა - გამომდინარე იქიდან, რომ Win7-ის გამოსვლის შემდეგ მომხმარებლები მასზე Vista-დან უნდა გადავიდნენ, MS Win7 Beta-ს მფლობელებს გვირჩევს, ჯერ Vista-ზე დავბრუნდეთ და ამის შემდეგ განვაახლოთ სისტემა Win7 RC-მდე. ასე უკეთ გავტესტავთ ახალი სისტემის მდგრადობას განახლების პროცესის მიმართ (არ დაგავიწყდეთ, Win7 Beta-ს ყველა მომხმარებელი ტესტერად ითვლება).

კარგი, საკმარისი ცინიზმია. რა ვქნათ იმათ, ვინც Win7 Beta-ს ძირითად სამუშაო სისტემად გამოყენება დაიწყო, ყველაფერს ფორმატირების უფსკრულში გადავუძახოთ და თავიდან დავაკონფიგურიროთ RC? საბდნიეროდ, არსებობს გზები პროგრამების და კონფიგურაციის შენარჩუნებისა.

პირველი - გამოიყენეთ Windows Easy Transfer (მოჰყვება ყველა Win7 Beta-ს), სადმე სხვა ვინჩოზე ან USB მეხსიერებაზე შეინახეთ სარეზერვო ფაილი, დააყენეთ Win7 RC და აღადგინეთ ყველაფერი.

მეორე მეთოდი უფრო ჩახლართულია, თუმცა უფრო კომფორტულ განახლებას გვპირდება. მის გამოყენებამდე ჯერ ვთქვათ, თუ რა უშლის ხელს განახლებას.

საქმე ისაა, რომ RC-ში დაინერგა ვერსიის შემოწმების სისტემა. ინსტალატორი არ გაეშვება, თუ თქვენი სისტემის ბილდის ნომერი ნაკლებია წინასწარ მითითებულ ნომერზე. ეს ნომერი კი უბრალოდ ტექსტურ ფაილში ინახება. საკმაოდ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებაა და ადვილად გადაილახება, მთავარია, შემდეგი მანიპულაციები ჩაატაროთ:

  1. ჩამოტვირთეთ და ჩაწერეთ დისკზე Win7 RC. ჩამოსატვირთ ბმულს ჯერჯერობით არ ვდებთ, რადგანაც ოფიციალურად არაა დადასტურებული, თუ რომელი ბილდია RC.
  2. დააკოპირეთ იმიჯის შიგთავსი მოსახერხებელ ადგილას (ფლეშკაზე ან მყარ დისკზე, თუნდაც იმ განყოფილებაში, რომელშიც მუშა სისტემაა ჩაწერილი).
  3. მოძებნეთ sources საქაღალდე და გახსენით მასში მოთავსებული ფაილი cversion.ini (ზემოთ ნახსენები ტექსტური ფაილი).
  4. გახსენით ეს ფაილი ნებისმიერი ტექსტური რედაქტორით (თუნდაც Notepad-ით) და ჩაანაცვლეთ minclient-ის მნიშვნელობა 7000-ით. შეინახეთ ფაილი.
  5. დაიწყეთ ინსტალაცია მოდიფიცირებული საინსტალაციოდან (ამ გზით გვერდს აუვლით ზემოთ ნახსენებ ხელოვნურად შექმნილ ბარიერს) და არ დაგავიწყდეთ  პირველ ნაბიჯში შექმნილი DVD-ს  სიდირომში მოთავსება.

 

!! განახლება !!

ტორენტებზე დადებულია სავარაუდო RC, იგივე Build 7077. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, RC უნდა ყოფილიყო Build 7105, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 7077 და 7105 ერთ დღეს, 4 აპრილსაა კომპილირებული, რაც იწვევს ეჭვს, რომ Build 7105 უბრალოდ სახელგადარქმეული Build 7077-ია. გთავაზობთ 7077-ის "ნამკურნალები" ვერსიის ჩამოსატვირთ ბმულს, არანაირი მანიპულაციების ჩატარება არაა საჭირო, უბრალოდ ჩამოტვირთეთ, ჩაწერეთ დისკზე და დააყენეთ.

Windows 7 Build 7077 (RC) @ mininova.org



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-04-2009, 23:29:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.3


გამოხმაურება

ყოჩაღ! :)

მე უკვე გადმოწერილი მაქვს. მაგრამ ვერაფრით მივაგენი ცარიელ ან მრავალჯერად დისკს. ასე რომ, გავძლებ ხვალამდე. მარა, პინციპში, საბოლოოდ დადასტურებულ RC-საც რომ დავუცადო, არაფერი დაშავდება.

მადლობა სიახლისთვის კომპინფოს. :-)
14-04-2009, 00:30:06 | Plastic-6

ვიწერ!
13-04-2009, 23:42:56 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.