მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Safe Calculator
Safe Calculator

დღეს უამრავი "პროგრამა-სეიფი" არსებობს და ყველა ერთი მიდგომით მუშაობს - ვიღებთ ინფორმაციას თუ ფაილს, რომელიც არ გვინდა უცხო თვალმა ნახოს და ვშიფრავთ რაც შეიძლება ძლიერი ალგორითმით, რათა დეშიფრაცია წინასწარ მითითებული პაროლის გარეშე ძალიან ძნელი იყოს. ეს მიდგომა რეალური ცხოვრებიდანაა მოტანილი - ავიღოთ ნივთი, რომელსაც არავინ უნდა შეეხოს და მოვათავსოთ ის დიდ, მძიმე და დაცულ სეიფში, რომლის გაღება პაროლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.



მაგრამ დავფიქრდეთ, განა აუცილებელია კი სეიფი რაიმეს დასამალად? ხომ შეიძლება უბრალოდ ბალიშის ქვეშ ან ღრმა უჯრის ბოლოში, მოკლედ, ისეთ ადგილებში მოვათავსოთ დასამალი ნივთი , რომ  არავის მოუვიდეს თავში მისი იქ მოძებნა? ამ მეთოდის ერთი ციფრული ანალოგია უკვე განვიხილეთ, ახლა მეორე საკმაოდ უცნაურ და სახალისო პროგრამას შემოგთავაზებთ.

Safe Calculator

Safe Calculator გარეგნულად სისტემას მოყოლილი კალკულატორისგან არაფრით განსხვავდება და ყველა სტანდარტულ მოქმედებასაც ჩვეულებრივად ასრულებს, თუმცა წინასწარ დათქმული პინ კოდის შეყვანა და MS ღილაკზე დაჭერა მას კალკულატორ -სეიფად აქცევს, რომელსაც უნარი აქვს, თქვენს მიერ მიწოდებული ფაილ(ებ)ი საკუთარ გამშვებ ფაილში მოათავსოს და საჭიროების შემთხვევაში უკან დაგიბრუნოთ ან პირდაპირ გაუშვას. პროგრამა არ საჭიროებს ინსტალაციას და შედგება ერთადერთი გამშვები ფაილისგან - თვითონ კალკულატორისგან.

გამოყენების ინსტრუქციები მარტივია - პირველი გაშვებისას შეგვყავს პინ კოდი "123" და ვაჭერთ MS-ს, რის შემდეგაც კალკულატორი სეიფად იქცევა და საშულებას მოგცემთ, შეინახოთ ფაილები ან შეცვალოთ პინი. ჩვეულებრივ რეჟიმში დასაბრუნებლად საკმარისია ღილაკ MC-ზე დაჭერა.

როგორც პროგრამის ავტორი ამბობს, პროგრამა შიფრავს მასში შენახულ ფაილებს, თუმცა შიფრირების ალგორითმი უცნობია. პროგრამა, როგორც მოსალოდნელი იყო, აბსოლუტურად უფასოა.

მოკლედ, ეს არ გახლავთ ის პროგრამა, რომელსაც სრულფასოვნად შეუძლია თქვენი პროგრამა-სეიფის შეცვლა (ან კი გაქვთ საერთოდ ასეთი?), მაგრამ იდეა და განხორციელება საინტერესოა და ყურადღების ორ წუთად ნამდვილად ღირს.

ბმულების ნაკრები:

[exe] Safe Calculator v5.10

Safe Calculator @ Krilom.com

KrilSoftware - მთავარი გვერდი



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 14-04-2009, 21:49:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ძაან მაგარი რაღაც, ოღონდ მთავარია არ დამიკარგოს ფაილი
15-04-2009, 04:37:55 |

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.