მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
კომპინფოს ტესტ-ლაბორატორია - CompInfo TestLab
კომპინფოს ტესტ-ლაბორატორია - CompInfo TestLab

იყო დრო, კომპინფო პირველ ნაბიჯებს დგამდა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, წმინდა ელ. ჟურნალი იყო. გავიდა ცოტა ხანი და სამყაროს კომპინფოს ბეჭდვითი ჟურნალიც მოევლინა, რომელიც საკმაოდ ბევრი კომპ. იუზერის ყოველთვიური საკითხავი გახდა. ძალაუნებურად, ბეჭდვითმა ჟურნალმა ელ. ჟურნალის გამოცემა შეაჩერა, შემდეგ კი, თვითონ ბეჭდვითი ჟურნალის გამოცემაც შეჩერდა. ბოლოს კი, კომპინფო კიდევ ერთხელ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე ვებ-პორტალია, სიახლეებითა და სტატიებით.

სრულყოფილ კომპიუტერულ პორტალს ტესტლაბორატორიაც სჭირდება და დღეიდან ეს დანაკლისიც შეივსო. CompInfo TestLab-ი ახალი ძალებით დაბრუნდა! (კომპინფოს ტესტლაბორატორია პირველად ბეჭდვითი ჟურნალის დროს მუშაობდა). გვაქვს სისიტემა, რომელზეც შეიძლება სხვადასხვა აპარატურის გატესტვა, გვყავს კვალიფირებული სპეციალისტები ( :-) ) და რაც მთავარია, გვაქვს ენთუზიაზმი, რომელიც ასეთ საქმიანობას აუცილებლად სჭირდება.

წარმოგიდგენთ ჩვენი ტესტლაბ-ის სისტემას:   

პროცესორი:

Intel Core 2 Duo E7400

დედა დაფა:

Asus Maximus Formula (Rampage Formula- BIOS-ით) (Intel X38)

გაგრილების სისტემა (წყალი):

CPU Waterblock: Swiftech Apogee™ GTZ
Pump: Swiftech MCP655/D5 Vario DC Pump w/ EK-D5 X-TOP Rev. 2
Reservoir: Swiftech MCRES-MICRO Rev. 2
Radiator: Aqua-Computer Airplex XT 240

მყარი დისკი:

Samsung HD200HJ (200 გბ)
Seagate ST3500320AS (500
გბ)
Samsung HD502IJ (500
გბ)

ოპ. მეხსიერება:

CellShock DDR2-1000 2 x გბ
Team Xtreme DDR2-800 2 x 512
მბ
საერთო მოცულობა: 3 გბ

ვიდეო დაფა:

Gainward Radeon HD 4850 Golden Sample @ 700/1100 მჰც, 512 მბ

კვების ბლოკი:

Inter-Tech CobaNitroX IT-7500SG (750W)

 
რა თქმა უნდა, არც ჩვენი ლაბორატორიის აპრატურაა სრულყოფილი, მაგ, მასზე შეუძლებელია NVIDIA-ს ვიდეო დაფების SLI რეჟიმში ტესტირება, თუმცა სამომავლოდ, ნელ-ნელა ყველა ნაკლს გამოვასწორებთ. ტესტლაბის დაბრუნების აღსანიშნავად, უკვე ჩატარდა პირველი ტესტირება - Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7, რომელის ნახვაც უკვე შეგიძლიათ საიტზე.
სამომავლოდ, აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალი აპარატურის ტესტებს, ასე რომ, Stay Tuned!




ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-04-2009, 14:02:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1


გამოხმაურება

მაგარი სტატიაა

ასე გააგრძელეთ
16-05-2009, 10:15:17 | zazuchi

გილოცავთ... ძაან კარგ საქმეს აკეთებთ და სამომავლოდ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ.
18-04-2009, 03:41:03 | gio_88

გილოცავთ
17-04-2009, 23:35:40 | zibonzuzezu

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.