კომპინფოს ტესტ-ლაბორატორია - CompInfo TestLab
იყო დრო, კომპინფო პირველ ნაბიჯებს დგამდა ქართულ ინტერნეტ სივრცეში, წმინდა ელ. ჟურნალი იყო. გავიდა ცოტა ხანი და სამყაროს კომპინფოს ბეჭდვითი ჟურნალიც მოევლინა, რომელიც საკმაოდ ბევრი კომპ. იუზერის ყოველთვიური საკითხავი გახდა. ძალაუნებურად, ბეჭდვითმა ჟურნალმა ელ. ჟურნალის გამოცემა შეაჩერა, შემდეგ კი, თვითონ ბეჭდვითი ჟურნალის გამოცემაც შეჩერდა. ბოლოს კი, კომპინფო კიდევ ერთხელ ტრანსფორმირდა და დღეს უკვე ვებ-პორტალია, სიახლეებითა და სტატიებით. სრულყოფილ კომპიუტერულ პორტალს ტესტლაბორატორიაც სჭირდება და დღეიდან ეს დანაკლისიც შეივსო. CompInfo TestLab-ი ახალი ძალებით დაბრუნდა! (კომპინფოს ტესტლაბორატორია პირველად ბეჭდვითი ჟურნალის დროს მუშაობდა). გვაქვს სისიტემა, რომელზეც შეიძლება სხვადასხვა აპარატურის გატესტვა, გვყავს კვალიფირებული სპეციალისტები ( :-) ) და რაც მთავარია, გვაქვს ენთუზიაზმი, რომელიც ასეთ საქმიანობას აუცილებლად სჭირდება. წარმოგიდგენთ ჩვენი ტესტლაბ-ის სისტემას:
რა თქმა უნდა, არც ჩვენი ლაბორატორიის აპრატურაა სრულყოფილი, მაგ, მასზე შეუძლებელია NVIDIA-ს ვიდეო დაფების SLI რეჟიმში ტესტირება, თუმცა სამომავლოდ, ნელ-ნელა ყველა ნაკლს გამოვასწორებთ. ტესტლაბის დაბრუნების აღსანიშნავად, უკვე ჩატარდა პირველი ტესტირება - Windows XP vs. Windows Vista vs. Windows 7, რომელის ნახვაც უკვე შეგიძლიათ საიტზე.
სამომავლოდ, აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალი აპარატურის ტესტებს, ასე რომ, Stay Tuned!
ბეჭდვითი ვერსია | 17-04-2009, 14:02:00 | Power_VANO |
|
მაგარი სტატიაა
ასე გააგრძელეთ