მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Showing Up for Life : Willian H. Gates
Showing Up for Life : Willian H. Gates

"კომპიუტერული მეცნიერებები" ნამდვილად ძალიან ახალგაზრდა ცნებაა. შეადარეთ ის მეცნიერების ტრადიციულ სახეებთან და ლამის არც გამოჩნდება - რაა 50-იოდე წელი ათეულ საუკუნეებთან შედარებით! მაგრამ თურმე ვირტუალური სამყაროც მოიყარა იმ ხნის, რომ მასში მოღვაწე ადამიანებზე ისტორიები დაიწეროს და მემუარები გამოიცეს - უილიამ გეითსმა, ბილ გეითსის მამამ (ის ახლა 84 წლისაა) გამოსცა თავისი წიგნი Showing Up for Life, სადაც მთელ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უყრის თავს. წიგნი, როგორც ამბობენ, საინტერესო საკითხავია, მაგრამ უფრო საინტერესო ბილ გეითსის შესახებ მასში მოყვანილი ისტორიებია. ჩვენ მოგითხრობთ ორ მათგანს.



Willian H. Gates

რამდენი პრეზენტაცია გაუკეთები ბილ გეიტსს საკუთარი პროდუქტებისთვის? - ალბათ რამდენიმე ასეული. და რამდენმა ჩაიარა აქიდან ანშლაგით? - ალბათ ყველამ. თუმცა ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია, ჩვენ ვიცნობთ ბილს, როგორც "ტექნო ინდუსტრიის მამას", მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, უდიდესი სოფტ გიგანტის დამაარსებელს, მფლობელს და ყოფილ CEO-ს, მაგრამ რამტომღაც არაფერი ვიცით, როგორი იყო ბილი ისტორიის დასაწყისში, როგორ ჩაიარა მისმა პირველმა პრეზენტაციამ?

პირველი პრეზენტაცია ბილმა 17 წლის ასაკში გაუკეთა თავის მოწყობილობას სახელად Traf-O-Data, რომლის იდეაც ავტომატიზირება იყო. ქალაქში დადგმული გზების დატვირთულობის მზომი მოწყობილობებიდან (ყოველი ასეთი მოწყობილობა ითვლიდა მის ქვეშ ერთი წუთის განმავლობაში გამავალი მანქანების რაოდენობას) Traf-O-Data-ს უნდა მიეღო მონაცემები და საბოლოოდ წარმოედგინა დღის ნებისმიერ მომენტში სხვადასხვა ქუჩის დატვირთულობა მოსახერხებელი გრაფიკების სახით.

შემდგომად მრავალი ტესტირებებისა, ბილმა მოიწვია სახლში ქალაქის მერიის რამდენიმე თანამშრომელი და თავისი პირველი პრეზენტაცია გაუმართა მათ. სამწუხაროდ, Traf-O-Data-მ მაინცდამაინც პრეზენტაციაზე მოინდომა გაფუჭება და როცა ბილი დარწმუნდა, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო და მოწყობილობაც არ მუშაობდა, საზარეულოსკენ გავარდა ყვირილით "დედა! დედა! მოდი და უთხარი ამათ, რომ ის მუშაობდა!" :-)

ბოლო-ბოლო, მოწყობილობა ამუშავდა, მაგრამ მას დიდი დღე არ ეწერა - ბილმა მალე ჰარვარდში ჩააბარა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ კი თავისი ნებით წამოვიდა და პოლ ალენთან (Paul Allen) ერთად Microsoft დააარსა, ასე რომ, Traf-O-Data-სთვის არავის ეცალა.

მეორე ისტორია ცოტა სენტიმენტალურია და მის მოყოლას სჯობს თვითონ უილიამ გეითსის მონათხრობი ვთარგმნოთ:

როცა ბილმა გვითხრა, რომ ტოვებდა კოლეჯს, რათა ესარგებლა იმ შანსით, რომელიც დიპლომის მიღების დროისთვის ნამდვილად აღარ იარსებებდა1, მე და დედამისი ძალიან ავღელდით. თუმცაღა ის დაგვპირდა, რომ "მოგვიანებით" დაბრუნდებოდა კოლეჯში და მიიღებდა დოქტორის ხარისხს.

ეს "მოგვიანებით" 2007 წლის 7 ივნისს დადგა, როცა ჰარვარდმა ბილს იურისპრუდენციის დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. მე მის დედასთან, მელინდასთან ერთად ჩავედი კემბრიჯში, რათა ამ ცერემონიას დავსწრებოდი.

როცა ფორმალური მხარე დასრულდა და ბილი სიტყვის წარმოსათქმელად მივიდა ტრიბუნასთან, მან თქვა: "მე ამ სიტყვების სათქმელად 30 წელი ვიცადე!". მერე კი გადმოხედა აუდიტორიას, ჩემზე შეაჩერა მზერა და მითხრა: "მამა, ხომ ყოველთვის გეუბნებოდი, რომ დავბრუნდებოდი და ხარისხს მივიღებდი".

 

1 გეითსი და ალენი MITS-ში (Micro Instrumentation and Telemetry Systems) მიიწვიეს მიკროკომპიუტერ ALTAIR 8080-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-04-2009, 13:36:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

ნეტა მართლა ჩააბარა გამოცდები? :D ალბათ იყიდა
20-04-2009, 18:25:10 |

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.