მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
3Dconnexion (Logitech) SpacePilot PRO
3Dconnexion (Logitech) SpacePilot PRO

3Dconnexion-მა, რომელიც კომპანია ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპანიის, Logitech-ის დაქვემდებარებაში იმყოფება, გამოუშვა ახალი თაგუნია - SpacePilot PRO, რომელიც უპირველესად განკთვნილია დიზაინერებისთვის.

თუმცა, ძნელია ამ სილამაზეს თაგვი უწოდო :-) მანიპულატორი დაფარულია რბილი და გამძლე მატერიალით, რომელიც კომფორტულ მუშაობას უზრუნველყოფს. ასევე, სიმეტრიულია მაუსის ორივე, მარცხენა და მარჯვენა მხარე.

SpacePilot PRO-ს ცენტრში მდებარეობს მთავარი ღილაკი - 3Dconnexion Cap, რომელიც ტრეკბოლის და ჯოისტიკის ნაზავია. იგი აღჭურვილია 3Dconnexion 6DoF (six-degrees-of-freedom) ტექნოლოგიით. ამ ტექნოლოგიისა და ღილაკის საშუალებით შესაძლებელია მარტივად და სწრაფად ამოძრავოთ სამგანზომილებიანი ობიექტები ეკრანზე და გადართოთ რეჟიმები.

დამატებით, თაგუნია აღჭურვილია LCD მონიტორით - Workflow Assistant, რომელზეც შესაძლებელია სწრაფი წვდომა Microsoft Outlook-თან, კალენდართა, დამგეგმავთან და ა.შ. შესაძლებელია Workflow Assistant-ის საკუთარი საჭიროებისამებრ პროგრამირებაც.

რაც შეეხება SpacePilot PRO-ზე განლაგებულ სხვა ღილაკებს, მათი უმეტესობა პროგრამირებადია და შეუძლიათ სპეც. სკრიპტების გამოძახებაც კი. 3Dconnexion SpacePilot PRO-ს ფასი სულ რაღაც 500 ამერიკული მარადმწვანე იქნება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-04-2009, 14:47:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

საინტერესოა, მხოლოდ ინტერესის გამო ;)
24-04-2009, 13:24:51 |

giogio7196
და რად გინდა?
ხო გავიტანჯე სანამ მაგას მივეჩვევი (ვითომ ნაყიდი მქონდეს უკვე :D ) თან გეიმინგისთვის არ გამოდგება...
23-04-2009, 23:03:36 | Gio_kiborg

ალტა არის ლოჯიტეკის ოფიციალური დისტრიბუტორი ჩვენთან და ჩამოგიტანენ :D
21-04-2009, 16:42:08 | Power_VANO

საქართველოში როდის გაიყიდება ხომ არ იცით შემთხვევით?
21-04-2009, 16:37:43 |

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.