მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Oracle-მ Sun-ი იყიდა
Oracle-მ Sun-ი იყიდა

აპრილის პირველ კვირაში კორპორაცია IBM-მა Sun Microsystems-ის შეძენა გადაწყვიტა, თუმცა, Sun-ის მმართველობამ შემოთავაზება უარყო. კომპანიას კი ეს უარყოფა ძვირად დაუჯდა - Sun-ის აქციების ფასი 25%-ით დაეცა.

დღეს კი, მოულოდნელად, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტურმა კომპანიამ, Oracle-მ განაცხადა, რომ Sun Microsystems-ი 7.4 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ Sun-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

შესაძლოა, ეს გარიგება საკმაო ხნის დაგეგმილიც იყო და სწორედ ამიტომ უარყო Sun-მა IBM-ის შემოთავაზება. თუმცა, კრიზისის პერიოდში ფული არავის წყენს, შესაბამისად... :-)

ვნახოთ, რას მოუტანს IT სამყაროს Sun micrysystems + ORACLE გაერთიანება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-04-2009, 15:35:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ორივე ძალიან სერიოზული და მსხვილი კომპანიაა Sun micrysystems - ი როგორც ვიცით უძლიერეს და უსრულყოფილეს პროგრამირების ენა Java - ს აწარმოებს მემგონი რო ეს სიახლე ბევრ კარგ ქვესიახლეებს გამოიწვევს :)
27-04-2009, 13:06:42 | alecoder

Gio_kiborg
მაგათ უფრო MySQL ეგემრიელებათ, ეგრე მგონია .. :-)
23-04-2009, 23:32:30 | domen

სიმართლეა, სიმართლე... მეგონა სანი 7.4 მილიარდზე მეტი ეღირებოდა... :(
23-04-2009, 23:06:59 | Power_VANO

მართლაც....
მარტო ჯავა? მაგაზე დაფუძვნებული OS-ები???? SunOS მაქვს თან რომელიღაც ვერსია მარა ვერ დავაყენე რატომღაც VMWare-თი
ისე, Oracle გამოიყენებს java-ს თავის ბაზებში?
23-04-2009, 22:59:12 | Gio_kiborg

არადა ჩაიარა ამ პირველმა აპრილმა აგერ 20 დღეა ..

თუ სიმართლეა?! :Blink:

გაერთიანება კიდევ ჰო, აი ყიდვა რაღაც წარმოუდგენლად ჟღერს, ჯავას და ოპენოფისის დეველოპერი კომპანია ჯიბეში ჩასასმელი არაა .. :-)
22-04-2009, 19:08:48 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.