Oracle-მ Sun-ი იყიდა
აპრილის პირველ კვირაში კორპორაცია IBM-მა Sun Microsystems-ის შეძენა გადაწყვიტა, თუმცა, Sun-ის მმართველობამ შემოთავაზება უარყო. კომპანიას კი ეს უარყოფა ძვირად დაუჯდა - Sun-ის აქციების ფასი 25%-ით დაეცა. დღეს კი, მოულოდნელად, პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტურმა კომპანიამ, Oracle-მ განაცხადა, რომ Sun Microsystems-ი 7.4 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ Sun-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი. შესაძლოა, ეს გარიგება საკმაო ხნის დაგეგმილიც იყო და სწორედ ამიტომ უარყო Sun-მა IBM-ის შემოთავაზება. თუმცა, კრიზისის პერიოდში ფული არავის წყენს, შესაბამისად... :-) ვნახოთ, რას მოუტანს IT სამყაროს Sun micrysystems + ORACLE გაერთიანება. ბეჭდვითი ვერსია | 21-04-2009, 15:35:00 | Power_VANO |
|
ორივე ძალიან სერიოზული და მსხვილი კომპანიაა Sun micrysystems - ი როგორც ვიცით უძლიერეს და უსრულყოფილეს პროგრამირების ენა Java - ს აწარმოებს მემგონი რო ეს სიახლე ბევრ კარგ ქვესიახლეებს გამოიწვევს :)