მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Edison - ვიზუნოთ დედამიწაზე
Edison - ვიზუნოთ დედამიწაზე

გუშინ აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე. დღე, როცა ტარდება ათასგვარი ღონისძიება იმისთვის, რომ ფართო მასებმა გაიგონ, რა ზიანი მოაქვს თითოეულ უსარგებლოდ ანთებულ ნათურას გარემოსთვის. ამასობაში კი "კიბერ ბაიტებმა" გავიგოთ, რა ზიანი მოაქვს თითოეულ უქმად ჩართულ კომპს და ვეცადოთ, სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს თავსაც და გარემოსაც. ამაში პატარა პროგრამა, სახელად Edison დაგვეხმარება.



მოკლედ რომ ვთქვათ, Edison ძალიან პატარა, მარტივი, მსუბუქი, კარგად გაფორმებული ინტერფისის მქონე და თავისი საქმის ხუთიანზე შემსრულებელი პროგრამა გახლავთ. მისი მოვალეობა, ერთ სიტყვით რომ ვთქვათ, ენერგიის დაზოგვა და ამით თქვენი ჯიბისა და პლანეტის გადარჩენაა. რამდენად გადაარჩენს პლანეტას ეს პროგრამა, ეს თქვენზეა დამოკიდებული - მხარდაჭერილია ენერგიის დაზოგვის სხვადასხვა რეჟიმი მაქსიმუმიდან მინიმუმამდე. პროგრამას ასევე აქვს ძალიან მარტივი დამგეგმავი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მიუთითოთ, კვირის რომელ დღეებში და რომელ საათებში მუშაობთ კომპთან და განსხვავებული რეჟიმები დააყენოთ სამუშაო და არასამუშაო საათებისთვის.

Edison Window

პროგრამა აკონტროლებს ეკრანის გამორთვის, მყარი დისკის გამორთვის და მთლიანად კომპიუტერის ძილის რეჟიმში გაყვანის დროებს. რეჟიმის დაყენება შეიძლება ძალიან მარტივად, სლაიდერის საშუალებით - უბრალოდ ამოძრავეთ მწვანე ბურთულა და პროგრამა თავისით შეარჩევს შესაბამის დროებს, უფრო მომთხოვნი მომხმარებლებისთვის კი თითოეული პარამეტრის ცალ-ცალკე მორგებაც მხარდაჭერილია.

პროგრამა ავტომატურად თვლის დაზოგილი ენერგიის, გამოუყოფელი ნახშირორჟანგის და თანხის რაოდენობას და გიჩვენებთ მათ. სასიამოვნო სიურპრიზი - პროგრამა ცნობს ქართულ ვალუტას და ჩვენს ტარიფებს. მხარდაჭერილია ტარიფის ცვლილებაც.

პროგრამა აბსოლუტურად უფასოა.

ბმულების ნაკრები:

[exe] Edison for XP | Edison for Vista

Verdiem :: Edison -პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდი

Verdiem - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 23-04-2009, 20:01:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება


მე დიდი ხანია ვზრუნავ (გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მხრივ ზუსტად) ხოდა იმედია მაპატიებენ თუკი ჩემი კიოპის Power Plan Perfomance-ზე რომ მაქვს დაყენებული, რას იზამ, საქმეს სჭირდება :D
23-04-2009, 23:10:50 | Gio_kiborg

აჰა, გადმოვიწერე. მე ვზრუნავ დედამიწაზე, შენ?
23-04-2009, 23:05:07 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.