მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ვირუსი მაკებისგან ბოტნეტს ქმნის
ვირუსი მაკებისგან ბოტნეტს ქმნის

ეპლის ფან მომხმარებლებს ("ეპლისტებს", შემოკლებით) Mac OS-ის დასაცავად ყოველთვის მოჰყავთ ხოლმე ერთი არგუმენტი - ვირუსების არარსებობა, რაც იძლევა ფუფუნებას იმისა, რომ არ იქონიონ ანტივირუსები და არ აჭამონ მათ სისტემური რესურსები. ეს მართალია, მაგრამ გამოწვეულია არა იმით, რომ Mac OS ზებუნებრივი სისტემაა და ვირუსები არ ეყრება, არამედ იმ ფაქტით, რომ ამ სისტემის წილი ბაზარზე მცირეა და ბოროტმოქმედებსაც ნაკლებად აინტერესებთ მისთვის ვირუსების წერა. თუმცა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და Mac OS-ის წილის ზრდასთან ერთად იზრდება დაინტერესება "არც ისე კარგი ხალხის" მხრიდან.



და, აი, დადგა მომენტი - Mac OS-ს ვირუსმა "დაარტყა". შეტევა საფუძვლიანად იყო მომზადებული და ნელა განხორციელდა. ყველაფერი ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, როცა რომელიღაც მოხერხებულმა ჰაკერმა iWork '09-ს პირატულ ვერსიაში დამატებითი პაკეტი-ტროიანი, სახელად iWorkServices  შეაცურა და ტორენტებზე დადო. iWork საკმაოდ პოპულარული პაკეტია, ასე რომ, დღემდე საკმაოდ ბევრი მაკი დაინფიცირდა (ზუსტი რაოდენობა უცნობია).

Fake iWork

რაც შეეხება ვირუსს, მისი უკვე ორი ვარიანტი - OSX.Iservice და OSX.Iservice.B იქნა აღმოჩენილი, ორივე განკუთვნილია მომხმარებლის პაროლის სხვადასხვა გზით გამოსაცნობად და კომპის მართვის ხელში ჩასაგდებად. ასევე, ვირუსი ადმინის უფლებებით უშვებს დამატებით php სკრიპტს, რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელი მისამართით DDoS შეტევას ახორციელებს.

სიმანტეკის ექსპერტების განცხადებით, ვირუსის კოდი მიუთითებს იმაზე, რომ მის ავტორს, სადაც ეს შესაძლებელი იყო, გამოყენებული აქვს მოქნილი და მოდულარული მიდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ვირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება ვიხილოთ. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს "მაკური" ბოტნეტის შექმნის პირველი მცდელობაა

ასე რომ, Mac OS აღარ გახლავთ უსაფრთხო სისტემა, ნელ-ნელა მის მომხმარებლებსაც მოუწევთ ფიქრი ანტივირუსების შეძენაზე, Apple-ში კი ახალი თავსატკივარი გაუჩნდებათ - სისტემის დაცვა ყოველდღიური შეტევებისგან.

ბმულების ნაკრები:

Mac botnet being used in DDOS attacks @ ZDNet Blogs

iBotnet: Researchers find signs of zombie Macs @ ZDNet Blogs

Hit by an OS X exploit @ notahat.com



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-04-2009, 01:19:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

აი, ეხლა მესმის მაკისტების, რომლებსაც ასე ძალიან არ უყვართ PC...
27-04-2009, 05:44:31 | Plastic-6

ეგეც შენი ფულიანების კომპიუტერი და პროგრამა არ ჯობა პისი იეს ეგრე მაგ დამპალ ვაშლებს
27-04-2009, 02:18:53 | vena90

როგორც ეხლა ეს გამიხარდააა...
25-04-2009, 19:23:26 | Power_VANO

ჰეჰ :D მცოდნოდა, ასე გაგიხარდებოდათ, Newton Virus-საც დავდებდი :D

ვეთანხმები პლასტიკურს, ან ჩვენ რა იმით, რომ მაკზე პირველი სერიოზული ვირუსი გაჩნდა, ან PC-ს? ფაქტია უბრალოდ და აღნიშვნის ღირსიც :-) ბავშვური ლაპარაკია ეს Mac vs PC :-)

ეპლისტებს კი ვირუსების თემის გარეშეც ბევრი დარჩება "საბლატაოდ" :-)

P.S. ისე, ვირუსი რომ გაჩნდა, მაგით ქულა მაკის უფროა, იმდენად პოპულარული გახდა პლატფორმა, რომ ბოროტმოქმედებიც სერიოზულად უყურებენ უკვე :-)
25-04-2009, 11:58:00 | domen

აბა...
ახლა რაღას იტყვიან ერთი ლპება ხო ვაშლი
25-04-2009, 11:48:33 | Gio_kiborg

იბლატაონ ეხა :D
25-04-2009, 11:04:50 |

otosaxel

და მაკზე რო ვირუსი გაიჩითა, ფისის ქულა ამით, თუ როგორ არი ეგ ამბავი? :D

25-04-2009, 06:34:44 | Plastic-6

domen
კარგია, ეგრე ვაშლს!
ძლივს არ დაერხა
MAC vs. PC
PC, PC, PC
ეგრე ჯობს

24-04-2009, 22:27:28 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.