მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ Vertex EX SLC SSD-ები
OCZ Vertex EX SLC SSD-ები

რამდენიმე ათეული წლის წინ მიზანი ერთი იყო, თანაც, დიადი და ნათელი. გავიდა დრო, შეიცვალა სახელმწიფო წყობა, შეიცვალა მიზანიც - გახდა ბევრი და მრავალფეროვანი. მოკლედ, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა OCZ Technology Group-მა მიზნად სერვერული და სამუშაო სადგურების ბაზარზე შესვლა დაისახა. OCZ-ისთვის სამწუხაროდ, ამ ბაზარზე დომინანტი დიდი და ძლიერი Intel-ია, თავისი X-25E 64GB-იანი SLC SSD-თი. საერთოდ, Intel-ი SSD-ების ბაზარზე "ზემოდან," ჰაი-ენდიდან შევიდა და შემდეგ გადაწყვიტა სამომხარებლო ბაზარზე გასვლა, OCZ-მა კი პირიქით, Low-End-ით დაიწყო.

როგორც ყოველთვის, სერვერების ბაზარი დიდი მოთხოვნების და საკმაოდ მძიმედ შესასრულებელი სამუშაოების გამო საკმაოდ მომთხოვნია აპარატურის ხარისხისა და გამძლეობის მხრივ. ეს ეხება პროცესორებიდან დაწყებული, მყარი დისკებითა და SSD-ებით დამთავრებული, ყველა დეტალს. სწორედ ამიტომ, სერვერული სეგმენტისთვის განკუთვნილ SSD-ებში გამოიყენება Single Level Cell (SLC) NAND ფლეშ მეხსიერება, რომელსაც 10-ჯერ უფრო მეტი წაკითხვა/ჩაწერის ციკლი აქვს Multi-Level Cell (MLC) NAND ფლეშ მეხსიერებასთან შედარებით, რომელიც დესკტოპ სეგმენტისთვის განკუთვნილი SSD-ების უმეტესობაში გამოიყენება. ცხადია, MLC მეხსიერების დამზადებაც შედარებით იაფი ჯდება.

სერვერებისთვის განკუთვნილი SSD-ების დამზადება OCZ-ს არ გასჭირვებია. აიღო უკვე გამოცდილი Vertex სერიის SSD-ები, MLC ფლეშ მეხსიერება ჩაანაცვლა SLC ტიპით, შექმნა ახალი, IOPS-ზე (შეყვანა/გამოყვანის ოპერაციები წამში, სერვერულ გარემოში ყველაზე მეტი წარმადობა სწორედ ამ მხრივ მოითხოვება) ოპტიმიზირებული პროგრამული უზრუნველყოფა ახალი დრაივებისთვის და მივიღეთ სერვერული Vertex EX SSD-ები.

Vertex EX სერიაში ორი დრაივი გამოვა - 60 და 120 გბ-იანი მოდელები. მაქსიმალური წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეებია 260 და 210 მბ/წმ, შესაბამისად. ჯერჯერობით უცნობია შემთხვევითი (Random) წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეები. უცნობია ახალი SSD-ების ფასიც. სამაგიეროდ, ვიცით, რომ OCZ-ის ახალ ქმნილებებს 2-წლიანი სრულყოფილი საგარანტიო მომსახურება მოყვებათ თან.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა OCZ-ი სერვერულ ბაზარზე მნიშნველოვანი წვლილის მოპოვებას. როგორც უკვე ვთქვით, ამ სეგმენტში ლიდერი ინტელია. ცოტა ხნის წინ კი სერვერულ ბაზარზე შევიდა კომპანია Super Talent-იც, MasterDrive RX სერიის SLC SSD-ებით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-04-2009, 20:13:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.