მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ბმუ.ლი
ბმუ.ლი

ქართულ ციფრულ სინამდვილეში ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათად თუ კეთდება რამე ახალი და ნამდვილად საინტერესო/უნიკალური/გამოსადეგი რაიმე. ვებში ისევე, როგორც ნახევარი წლის წინ, დღესაც ძალიან პოპულარულია ვარეზი, "ოდნოკლასნიკები" და მაივიდეო (ერთადერთი საინტერესო ამ მხრივ ბლოგინგის ოდნავ გამოცოცხლებაა), დესკტოპ სეგმენტში კი საერთოდ სამარისებური სიჩუმეა. და ეს ყველაფერი საზღვარგარეთული ნამდვილი "Big Bang-ის" ფონზე, როცა  ლამის ყოველდღე რამდენიმე ძალიან საინტერესო (თუნდაც პატარა) პროგრამა და კიდევ უფრო საინტერესო ვებ-სერვისი გამოდის სცენაზე.

ამ შესავლის მერე უკვე ნათელია, როგორ სასიხარულო და მისასალმებელია ყოველი ქართული ციფრული წამოწყება. დღეს ზუსტად ერთ მათგანს წარმოგიდგენთ, ორიგინალური სახელით - ბმუ.ლი.



ბმუ.ლი

იდეა ძალიან მარტივია, მოვიყვანოთ ბმუ.ლი-ზე მოცემული განმარტება:

რა საჭიროა მისამართის შემოკლება?

წარმოიდგინეთ, რომ Amazon.com-ზე იპოვეთ საინტერესო ფოტო-კამერა, და გნებავთ მეგობარს გაუგზავნოთ მასზე ლინკი SMS-ით. Amazon-ის მისამართები საკმაოდ გრძელია და დაახლოებით ასე გამოიყურება:

http://www.amazon.com/Canon-Digital-Camera-18-55mm-3-5-5-6/dp/B0012YA85A/ref=sr_1_1? ie=UTF8&s=photo&qid=1239587390&sr=1-1

ცხადია ამხელა მისამართს SMS-ში არავინ აკრეფს. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შეამოკლოთ ის bmu.li-ს საშუალებით, რის შედეგადაც მიიღებთ მოკლე მისამართს, მაგალითად: http://bmu.li/ss4 რომლის SMS-ით გაგზავნაც არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.

bmu.li მხოლოდ SMS-ისთვის არ არის სასარგებლო. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც გრძელი მისამართების გაცვლა მოუხერხებელია: ფორუმებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ოდნოკლასნიკი და სხვ.), ტვიტერში, იმეილში, გაზეთებში, რადიოს და სატელევიზიო რეკლამებში და გამოშვებებში ან თუნდაც მეგობრისთვის ფურცლის ნაგლეჯზე მისამართის უცებ დასაწერად.

პირადად უკვე გამოვიყენეთ სერვისი რეალურ სიტუაციებში - ძალიან მოსახერხებელია და არაჩვეულებრივად მუშაობს :-)

როგორც Code.ge-ზე დაიწერა, მომავალში რამოდენიმე სიახლესაც უნდა ველოდოთ, რომლებიც სერვისის მოხმარებას უფრო სასიმოვნოს და კომფორტულს გახდის.

ასე რომ, თუ როდესმე მოკლე მისამართი დაგჭირდათ უცებ ჩასაწერად, მეგობრისთვის საკარნახებლად თუ SMS-ით გასაგზავნად, იცოდეთ, რომ არსებობს ბმუ.ლი.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-04-2009, 14:05:00 | domen
   
თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2


გამოხმაურება

მაგარი რამეა! ერთი ძნელად დასამახსოვრებელი ბმუ.ლის მაგალითია ესა:
http://bmu.li/ste
29-04-2009, 11:36:36 | Shako

Plastic-6
თუ მხოლოდ დიდ-პატარა ასოები და ციფრები შევა, სადღაც 200 000 მისამართი გამოდის :) და თუ სპეც სიმბოლოებიც შევა, ალბათ 2-3-ჯერ მეტი, სადღაც :)
27-04-2009, 08:11:31 | domen

კარგია ნამდვილად. მივესალმები.

ისე ნეტა, რამდენი ათასი კომბინაცია არის შესაძლებელი ლათინური სიმბოლოებისგან (მათ შორის, ციფრები, რა თქმა უნდა), როცა ერთ შემოკლებულ ლინკს - სამი ჭირდება. ალბათ რამოდენიმე წელიწადი ეყოფა ქართულ ინტერნეტ სივრცეს (?) და ბოლოს გაიზრდება ოთხამდე...

27-04-2009, 05:31:40 | Plastic-6

ოჰო, ლიხტენშტეინი?! მართლაც ყველგან ვართ ჰმმ ... TinyURL.com კლონი, მაგრამ სასიხარულოა წინაზე აღმოვაჩინე Avangard Hosting-ის საიტის ქართული ვერსია და ისე გამეხარდა, სერიოზულად ვფიქრობ მათი კლიენტი გავხდე არადა მათი L-ULTD ჰოსტინგ გეგმა მააართლაც (დიახ სამი 'ა'-თი:-) ნოკდაუნში აგდებს ყველა კონკურენტს გარდა ერთი Yahoo-სი, ალბათ. თუ გსურთ რეკლამად ჩამომართვით და მეტიც, აი ლინკიც:

http://www.avangardhosting.com/geo/s_lamp.htm

და ბოლოს:
26-04-2009, 22:59:03 | gearge

ბროუზერი არ იცნობს არაფერს, bmu.li იმახსოვრებ იმ შემოკლებულ ლინკზე რა მისამართი უნდა გახსნას და როცა ბროუზერი იმ ლინკს აკითხავს, შესაბამის მისამართზე აგზავნის :)
26-04-2009, 19:53:41 | Power_VANO

მაგარი რამეა, პირველად გავიგე მასგავსი სერვისის შესახებ.
საინტერესოა რა ტექნოლოგიაზეა აწყობილი და როგორ ახერხებს ბრაუზერი შორტ ლინკის ამოცნობას? ისე ერთი თემა მოუხდებოდა ფორუმზე.
26-04-2009, 19:25:47 | gio_88

ყოჩაღ კაი რამეა
26-04-2009, 16:15:47 | CHABA

ვაპროტესტებ ოდნოკლასნიკებ-ს.
მაგარი ბანძია და საერთაშორისოც არ არის.
მაგათი კომუნისტი დედა ვატირე

26-04-2009, 15:31:11 | darklight

მეც ვნახე ეგ საიტი მაგარი საინტერესო იდეაა
26-04-2009, 14:41:31 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.