ბმუ.ლი
ქართულ ციფრულ სინამდვილეში ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათად თუ კეთდება რამე ახალი და ნამდვილად საინტერესო/უნიკალური/გამოსადეგი რაიმე. ვებში ისევე, როგორც ნახევარი წლის წინ, დღესაც ძალიან პოპულარულია ვარეზი, "ოდნოკლასნიკები" და მაივიდეო (ერთადერთი საინტერესო ამ მხრივ ბლოგინგის ოდნავ გამოცოცხლებაა), დესკტოპ სეგმენტში კი საერთოდ სამარისებური სიჩუმეა. და ეს ყველაფერი საზღვარგარეთული ნამდვილი "Big Bang-ის" ფონზე, როცა ლამის ყოველდღე რამდენიმე ძალიან საინტერესო (თუნდაც პატარა) პროგრამა და კიდევ უფრო საინტერესო ვებ-სერვისი გამოდის სცენაზე. ამ შესავლის მერე უკვე ნათელია, როგორ სასიხარულო და მისასალმებელია ყოველი ქართული ციფრული წამოწყება. დღეს ზუსტად ერთ მათგანს წარმოგიდგენთ, ორიგინალური სახელით - ბმუ.ლი. იდეა ძალიან მარტივია, მოვიყვანოთ ბმუ.ლი-ზე მოცემული განმარტება: რა საჭიროა მისამართის შემოკლება? პირადად უკვე გამოვიყენეთ სერვისი რეალურ სიტუაციებში - ძალიან მოსახერხებელია და არაჩვეულებრივად მუშაობს :-) როგორც Code.ge-ზე დაიწერა, მომავალში რამოდენიმე სიახლესაც უნდა ველოდოთ, რომლებიც სერვისის მოხმარებას უფრო სასიმოვნოს და კომფორტულს გახდის. ასე რომ, თუ როდესმე მოკლე მისამართი დაგჭირდათ უცებ ჩასაწერად, მეგობრისთვის საკარნახებლად თუ SMS-ით გასაგზავნად, იცოდეთ, რომ არსებობს ბმუ.ლი. ბეჭდვითი ვერსია | 26-04-2009, 14:05:00 | domen |
|
მაგარი რამეა! ერთი ძნელად დასამახსოვრებელი ბმუ.ლის მაგალითია ესა:
http://bmu.li/ste