Windows 7-ის ტორენტული ბილდები ვირუსს შეიცავენ
Windows 7 საჯარო ბეტა ვერსიის გამოსვლის დღიდან წლის სიახლედ იქცა, MS-ის ახალი მიდგომის - მომხმარებლისთვის მოსმენის და მისი შენიშვნების გათვალისწინებს - გამო კი სისტემის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მის გარშემო აჟიოტაჟი რამდენიმე თვეა, არ ჩამცხრალა.
ერთ-ერთი "გასართობი" მომხმარებლისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში ტორენტებზე გაპარული ახალ-ახალი ბილდების დაქაჩვა და ინსტალირება იყო და Win7 RC-ს მოახლოებასთან ერთად სავარაუდო RC ბილდების დაქაჩვების რაოდენობაც გაიზარდა. ყველა ცდილობს, ნამდვილი RC რაც შეიძლება მალე, თუნდაც არაოფიციალური და საფრთხის შემცველი გზით ჩაიგდოს ხელში, არადა მისი ოფიციალური რელიზის დღე კარსაა მომდგარი - 5 მაისს ბილდი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
როგორც აღმოჩნდა, სავარაუდო RC ბილდების ტორენტებიდან ქაჩვას და ინსტალირებას გარდა დროის და DVD დისკების უაზროდ ხარჯვისა სხვა დიიიდი მინუსიც აქვს - აღმოჩენილია ბილდი, რომლის Setup.exe-ც (ინსტალაციის გამშვები) ვირუსს შეიცავს! ვიღაცამ ზუსტად ისე მოინდომა ხელის მოთბობა ამ აურზაურზე, როგორც მაკების ბოტნეტის შემქმნელმა.

როგორც Neowin-ის ფორუმზე დაიპოსტა, setup.exe სინამდვილეში თვით-გაშლადი (self-extracting) არქივია, რომელშიც ორი ფაილი - ნამდვილი setup.exe და codec.exe-ა (ვირუსი) მოთავსებული. სისტემის განახლებისას კი (რისთვისაც აუცილებელია setup.exe ჩართულ სისტემაში გაუშვათ) ჯერ ეშვება ვირუსი, აინფიცირებს სისტემას და მხოლოდ ამის შემდეგ ეშვება ნამდვილი ინსტალატორი, რომელიც ანახლებს უკვე ინფიცირებული სისტემას, რაც ვირუსს არ აშორებს. ასე რომ, ზედმეტად ცნობისმოყვარეებს ინფიცირებული ახალი ბილდს იღებენ :-)
ავტორს არ მიუთითებია, თუ რომელ ბილდებს ეხება ეს ცნობა, მაგრამ ძალიან მოსალოდნელია, მხოლოდ ერთი ბილდი არ იყოს ინფიცირებული. ბილდის შემოწმება მარტივია - სცადეთ setup.exe-ს WinRar-ით ან 7Zip-ით გახსნა. თუ გაიხსნა, ესე იგი, ინფიცირებული ბილდი გაქვთ.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კვაზი-ოფიციალური MD5-ებით (არც მათი ნამდვილობა დადასტურებულა):
Details of Windows 7 RC Build 7100 x64
Build String: 7100.0.winmain_win7rc.090421-1700 File Name: 7100.0.090421-1700_x64fre_client_en-us_Retail_Ultimate-GRC1CULFRER_EN_DVD.iso Size: 3.04GB MD5 Hash: 8867C13330F56A93944BCD46DCD73590 Torrent Hash: CA767EC8 D2D07ED9 ADDBAE37 89C45CC3 5761E4C5
Details of Windows 7 RC Build 7100 x86
Build String: 7100.0.winmain_win7rc.090421-1700 File Name: 7100.0.090421-1700_x86fre_client_en-us_Retail_Ultimate-GRC1CULFRER_EN_DVD.iso Size: 2.35GB MD5 Hash: 8867C13330F56A93944BCD46DCD73590 (x86 only) CRC32: E8A1C394 SHA-1: 7D1F486CA569EFFFFB719CFB48355BB7BF499712 Torrent Hash: C738F422D 6C36C36A 655BEFB3 21E51E4A 2C84B7EE // A4835C20 4C7FC504 704C9376 73A8762A B9F2E761
ჩვენ კი გირჩევთ, დაუცადოთ ოფიციალურ RC-ს. მით უმეტეს, რომ მის გამოსვლამდე თითქმის აღარაფერი დარჩა.
ბეჭდვითი ვერსია | 28-04-2009, 22:07:00 | domen
|
Power_VANO
ხო, მეც ეგ გადმოვწერე და setup.exe-ც შევამოწმე, ყველაფერი რიგზეა, მარა არის მართლა RC?