მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ Z-Drive - SSD დრაივი PCI-Express ინტერფეისზე
OCZ Z-Drive - SSD დრაივი PCI-Express ინტერფეისზე

SSD დრაივების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. მაღალი სიჩქარეები უამრავ ენთუზიასტს იზიდავს. ამის პარალელურად კი, ნელ-ნელა ფასებიც მცირდება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ბაზარზე მეტი კონკურენტის გაჩენის გამო. ნელ-ნელა იზრდება SSD-ების მოცულობაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი HDD-ებს ამ ასპექტში აღარ ჩამოუვარდებიან.

მაღალი ფასის გამო, SSD-ების ძირითადი მომხმარებელი ენთუზიასტებისა და სერვერული/სამუშაო სადგურების სეგმენტია, სადაც განსაკუთრებით მაღალი სიჩქარეებია საჭირო. გარდა ბევრად გაზრდილი სიჩქარეებისა, SSD-ებს დამატებით ორი მიმზიდველი თვისება ახასიათებთ - ძალიან მცირე ენერგომოხმარება და, შესაბამისად, მცირე თბოგამოყოფა. განსაკუთრებული მნიშნველობა ამ ორ თვისებას ისევ სერვერული სეგმენტისთვის აქვს.

როგორც იცით, სერვერულ ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად, OCZ-მა Vertex EX SSD-ები გამოუშვა. თუმცა, აქვე სამწუხარო ფაქტსაც ვაწყდებით - SSD-ები მაღალ სიჩქარეებს უზრუნველყოფენ, SATA 300 ინტერფეისი კი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, რიგ შემთხვევებში SSD-ების წარმადობის მალიმიტებელ ფაქტორად გვევლინება. ცხადია, გამოსავალი არსებობს, საჭიროა SATA 600 სტანდარტის სწრაფად დანერგვა ახალ ჩიპსეტებში, თუმცა ხანდახან არც 600 მბ/წმ სიჩქარეა საკმარისი :-)

ცოტა ხნის წინ, კომპანია Fusion-IO-მ გამოუშვა მაღალსიჩქარიანი SSD დრაივები და ინტერფეისად PCI-Express ინტერფეისი გამოიყენა. Fusion-IO-ს SSD დრაივებისთვის, რომლებიც 1500-სა და 1400 მბ/წმ წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეებს უზრუნველყოფენ, SATA ინტერფეისი საჭირო გამტარობას, უბრალოდ, ვერ უზრუნველყოფს.


640 გბ-იანი Fusion-IO ioDrive Duo

Fusion-IO-ს მალე Super Talent-ი მოყვა, თავისი RAIDDrive-ით, რომლის მაქსიმალური მოცულობა 2 ბტ იქნება, ხოლო წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარეები 1200 და 1300 მბ/წმ იქნება, შესაბამისად. RAIDDrive-იც კომპიუტერთან დასაკავშირებლად PCI-E 2.0 x8 ინტერფეისს გამოიყენებს და დღის სინათლეს ივნისში იხილავს.


Super Talent RAIDDrive

ასეთ მიმზიდველ ბაზარზე შესვლა ჩვენმა OCZ-მაც გადაწყვიტა და გამოუშვა Z-Drive, SSD დრაივი, რომელიც კომპიუტერთან ურთიერთობისთვის PCI-E 2.0 x4 სლოტს გამოიყენებს. Z-Drive-ი აღჭურვილია 256 მბ კეშ მეხსიერების მქონე RAID კონტროლერით. იგი სამ, 250 გბ, 500 გბ და 1 ტბ-იან ვერსიებში გამოვა. Z-Drive-ის წონა 500 გრამია, აღჭურვილია 2 წლიანი გარანტიით. MTBF (Mean Time Before Failure) კი 900000 საათს უდრის.


OCZ Z-Drive

Z-Drive-ში გაერთიანებულია 4 ცალი Vertex კონტროლერი, რომლებიც 4-მაგ RAID 0 რეჟიმში მუშაობენ. ამ ყველაფერს კი ჩაშენებული RAID კონტროლერი "პატრონობს". რაც შეეხება ფასებსა და გაყიდვაში გამოსვლის შესახებ ინფორმაციას, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Z-Drive-ის ფასები 800, 1400 და 3000 მარადმწვანე იქნება, ვერსიების შესაბამისად.


OCZ Z-Drive

გთავაზობთ OCZ Vertex-ის მახასიათებლების ცხრილს:

მოდელი

მოცულობა

მაქსიმალური წაკითვა/ჩაწერის სიჩქარე

OCZSSDPCIE-1ZDRV250G

250 გბ

450 / 300 მბ/წმ

OCZSSDPCIE-1ZDRV500G

500 გბ

510 / 480 მბ/წმ

OCZSSDPCIE-1ZDRV1T

1000 გბ

500 / 470 მბ/წმ





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-04-2009, 17:04:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.