COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Apple Mac-ების ფასების შემცირებას აპირებს

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2052


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Apple Mac-ების ფასების შემცირებას აპირებს
Apple Mac-ების ფასების შემცირებას აპირებს

Apple-ის გაყიდვების საერთო მაჩვენებელი მართალია მაღალია, მაგრამ მხოლოდ iPhone-ის ხარჯზე. კომპანიის დესკტოპ და ლეპტოპების სეგმენტში გაყიდვების მოცულობამ საგრძნობლად იკლო. ამას დაემატა Microsoft-ის რეკლამები, რომლებიც "ვაშლს" მაღალი ფასების გამო აკრიტიკებდნენ და Apple-მაც გადაწყვიტა, თავის ლეპტოპებსა და დესკტოპ კომპიუტერებზე ფასები შეამციროს. როგორც წყაროები იტყობინებიან, ფასდაკლება პირველად iMac-სა და 13 დუიმიან MacBook-ს შეეხება. იმავე წყაროების განცხადებით, ფასდაკლება გამოწვეულია არა Microsoft-ის რეკლამებით, არამედ იმით, რომ Apple-ს სურს ფასთა ბალანსს მიაღწიოს თავის პროდუქციაში, რაც ბაზარზე ნეტტოპების გამოჩენამ და PC-ებზე ფასის ვარდნამ გამოიწვია.

დღევანდელი ინფორმაციით, Apple-ი ნეტტოპის შექმნას ჯერჯერობით, არ აპირებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა განაცხადა, "ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა შევქმნათ 500$-იანი კომპიუტერი, რომელიც ნაგვის გროვა არ იქნება." (ეჰ, სტივ... შენ მაუსის დრაივერის დაწერაც არ იცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბილმა იცოდა. ახლაც, მოგიწევს ისწავლო 500$-იანი კომპიუტერების გაკეთება).


Apple iMac

თუმცა, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple მუშაობს Tablet PC-ზე ან Wi-Fi ტელეფონზე, რომელიც Verizon network-თან ერთად მუშავდება.


MacBook 13" 

რაც შეეხება ფასთა ცვლილებას, წყაროების განცხადებით, იგი დაახლოებით ერთ თვეში ჰპოვებს ბაზარზე ასახვას. ახალი გაიაფებული MacBook -ების პირველი სერია გაზაფხულის ბოლოს გამოვა გაყიდვაში, ხოლო MacBook Pro Intel-ის Montevina პლატფორმის განახლებით ისარგებლებს.

ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდოთ ბაზარზე ფასების ცვლილებას. სავარაუდოდ, ფასები დიდად არ შეიცვლება, ანალიტიკოსები მხოლოდ 100$-იან ცვლილებას პროგნოზირებენ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-05-2009, 17:20:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

ჰეჰ :) თავის ადგილას აყენებს ნელ-ნელა ყველაფერს Win7, მოუწევს ვაშლს კიდევ გაიაფებები.
08-05-2009, 23:50:24 | domen

Gio_kiborg
გეთანხმები 100 $ ვერაფერი შეღავათია იქიდან გამომდინარე როცა PC -ის ფასები ძალიან კლებულობს
06-05-2009, 16:30:42 |

ვაა გაიაფდა ვაშლი??
100$ 2000$-იან ლეპტოპში ვერაფერი შეღავათია სადღაც 20%-იანი მაინც უნდა იყოს ხომ რეალურად ფასდაკლება რომ გამოვიდეს??
06-05-2009, 15:34:59 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.