COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Windows 7 RC უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია ყველასთვის!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2053


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows 7 RC უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია ყველასთვის!
Windows 7 RC უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია ყველასთვის!

ჩვენმა საყვარელმა Microsoft-მა პირობა შეასრულა და 30 აპრილს Windows 7 RC ხელმისაწვდომი გახდა MSDN-სა დაTechNet-ის ხელმომწერებისთვის. დღეს კი, Microsoft-მა მეორე პირობაც შეასრულა და მომვალი ოპერაციული სისტემა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა ყველა მსურველისთვის. დიახ, დღეიდან უკვე შეგიძლიათ Microsoft-ის სერვერიდან ოფიციალურად გადმოიწეროთ Windows 7 RC 7100 ბილდი, როგორც 32, ასევე 64 ბიტიანი ვერსია და მიიღოთ ოფიციალური გასაღებიც თქვენი სისტემისთვის.

მაიკროსოფტმა პრეს-რელიზში განაცხადა, რომ Windows 7-ის Release Candidate (RC) ფაზაში გადასვლა ნიშნავს იმას, რომ სისტემა დამზადების ფინალურ ეტაპზე გადავიდა და უკვე მზადაა პარტნიორი კომპანიებისთვის, ახალი პროგრამების, დრაივერებისა და სერვისების შესაქმენალად, IT პროფესიონალებისთვის, რათა შეაფასონ, როგორ უმუშავებს ახალ სისტემა და უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა გაეცნონ Windows 7-ს.

"ჩვენ ვუსმენდით ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს და ვითვალისწინებდით მათ რჩევებსა და შენიშვნებს, რაც უმნიშვნელოვანესია Windows 7-ის მომზადებისთვის. შედეგად, დღეს ხელმისაწვდომია ვინდოუსის ისტორიაში ყველაზე ხარისხიანი Release Candidate ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხისა და თავსებადობის იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის, რათა ახალი სისტემა გატესტონ და მასთან ინტეგრირებაზე დაიწყონ ზრუნვა," - განაცხადა მაიკროსოფტის ვინდოუს განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა ბილ ვეგთემ.

რაც შეეხება ოპ. სისტემის აპარატურულ მოთხოვნილებებს, იგი Windows 7 RC-სთვის შემდეგნაირად გამოიყურება (ეხება Ultimate ვერსიას, რომელიც დღესდღეობითაა ხელმისაწვდომი):

  • 1 გჰც ან უფრო სწრაფი 32-ბიტიანი (x86) ან 64-ბიტიანი (x64) პროცესორი
  • 1 გბ RAM (32-ბიტი)/2 გბ RAM (64-ბიტი)
  • 16 GB მოცულობა მყარ დისკზე (32-ბიტი)/20 GB (64-ბიტი)
  • DirectX 9-ის მხარდამჭერი გრაფიკული ადაპტერი Windows Display Driver Model 1.0 ან უფრო მაღალით
  • აქვე, აღსანიშნავია, რომ Windows 7 საკმაოდ კარგად მუშაობს ნეტტოპებზეც კი. ასე რომ, წარმადობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა გქონდეთ.

    შედარებისთვის, იხილეთ Windows Vista-ს მინიმალური აპარატურული მოთხოვნები:

  • 1 გჰც ან უფრო სწრაფი პროცესო (32 ან 64-ბიტიანი)
  • 512 მბ RAM (Home Basic ვერსიისთვის); 1 გბ RAM სხვა დანარჩენი ვერსიებისთვის
  • 15 გბ მოცულობა მყარ დისკზე
  • DirectX 9-ის მხარდამჭერი გრაფიკული ადაპტერი 32 მბ მეხსიერებით (Home Basic-ისთვის); 128 მბ მეხსიერება + WDDM-ის მხარდაჭრა ყველა სხვა ვერსიისთვის.
  • თუ დააკვირდებით, Windows 7-ის მოთხოვნილებები იგივეა, რაც Vista-სი, თუმცა, Vista მინიმუმ 2 წლით უფროსია. შეიძლება ითქვას, რომ ოპ. სისტემის აპარატურული მოთხოვნილებები საკმაოდ მისაღებ დონეზეა კომპიუტერების უმეტესობისთვის. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთსა და იმავე აპარატურაზე Windows 7 უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე Windows Vista. ასეთი ტესტირება ჩვენც ჩავატარეთ. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Windows 7 RC-ს გადმოსაწერი ბმულის მისაღებად დააჭირეთ სრულად-ს.



    გადმოწერა:

    Windows 7 RC 32 და 64 ბიტიანი ვერსიები

    (ლინკზე იხილავთ როგორც გადმოსაწერ, ასევე საინსტალაციო ინსტრუქციებსაც. გადმოწერისას მიიღებთ CD-KEY-საც)



    ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-05-2009, 17:57:00 | Power_VANO
       
    თემატური სიახლეები

    თემატური სტატიები


    გამოხმაურება

    ვინმემ არ იცით ქართული ლინკი რომელზედაც win7 RC არის ატვირთული??? მაიკროსოფტის საიტიდან ჩემი ინტერნეტი ამ წელიცადში ვერ გადმოცერს
    24-06-2009, 22:13:26 | alonzo

    როგორ გადმოვიწერო მიტახრიტ რა
    19-05-2009, 00:44:04 | phenoman

    დავაყენე უკვე და სიმართლე რომ გითხრათ ცოტა გაკვირვებული ვარ პირველი შეხედვით ძაან სტაბილური ოპერაციული სისტემის შეხედულებას ტოვებს ჯერ ერთი დღე მიყენია ამიტომ დასკვნები ცოტა ადრეა ვნახოთ ვნახოთ მაგრამ აშკარად კარგათ უწვალიათ :)
    08-05-2009, 21:52:10 | classical

    giogio7196 , classical
    კი, ნამდვილად უფასოდ იძლევიან, რადგან RC არის სატესტო ვერსია, ამიტომ მაგალითად თუკი რამე მონაცემები დაგეკარგათ მისი გამოყენების შემთხვევში Microsoft პასუხს არ აგებს
    მე 32 ბიტიანსა და 64 ბიტიანზე ერთი და იგივე კეი მომცეს ოღონდ

    06-05-2009, 13:12:37 | Gio_kiborg

    მაგარი სიახლეა

    ქეის უფასოდ მართლა რატო იძლევიან?
    06-05-2009, 12:11:57 |

    დაიცა კაცო Cd Key ის რატო მივიღებ უფასო არის თუ რა ხდება ?
    06-05-2009, 00:54:42 | classical

    კომენტარის დატოვება
    თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.