COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Microsoft თავს დაიცავს Windows 7-ის არალეგალურად მომხმარებლებისგან

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2054


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft თავს დაიცავს Windows 7-ის არალეგალურად მომხმარებლებისგან
Microsoft თავს დაიცავს Windows 7-ის არალეგალურად მომხმარებლებისგან

Windows 7 RC ოფიციალურად გამოვიდა და უფასოდაა ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩვენს რამდენიმე მომხმარებელს შეკითხვაც დაებადა - რატომ გვაძლევს MS ოფიციალურ გასაღებს სისტემის აქტივაციისთვის? პასუხი მარტივია, სისტემა სატესტო ვერსიაში იმყოფება და MS-იც ამიტომ არიგებს მას უფასოდ - რაც მეტი ადამიანი გატესტავს Win7 RC-ს, მით მეტი ბაგის აღმოჩენა და გასწორება გახდება შესაძლებელი.



Windows 7

თუმცა სატესტო პერიოდი როდესღაც ნამდვილად დასრულდება და Win7 RTM-ს ვიხილავთ (Acer-ის ინფორმაციით, ეს 23 ოქტომბერს მოხდება). ამ დროს, წესით, მომხმარებლებმა უნდა წაშალონ RC და შეიძინონ სრული ვერსია და ზუსტად აქ ჩნდება პრობლემა. საქმე ისაა, რომ Win7 RC პრაქტიკულად უკვე სრულყოფილი სისტემაა, მასში მხოლოდ მცირე შეცდომებს თუ იპოვით, რაც მომხმარებელს ხელს არ შეუშლის მუშაობაში, ამიტომ მომხმარებლების უმრავლესობა ამ ვერსიაზე დარჩება RTM-ის გამოსვლის შემდეგაც საკმაოდ გასაგები მიზეზების გამო - RC უფასოა, RTM კი სამნიშნა თანხა ღირს.

ამიტომ MS-მა ჯერ კიდევ Vista-ს RC-ებში აპრობირებული მეთოდი გამოიყენა - ყველა მომხმარებელს მოუწევს RTM-ზე გადაბარგება 2010 წლის პირველ მარტამდე, რადგანაც ამ დღიდან მოყოლებული Win7 RC დაიწყებს თვითნებურ გადატვირთვას ყოველ 2 საათში ერთხელ. დიახ, ზუსტად ასე - არანაირი გაფრთხილება, სისტემა ყოველ ორ საათში ერთხელ უბრალოდ გადაიტვირთება და თქვენს ყველა შეუნახავ ნაშრომსაც ციფრულ საიქიოში წაიღებს! თუ ამას როგორღაც გაუძელით (მეეჭვება :-)), პირველი ივნისიდან ახალი სიურპრიზი გელოდებათ - თქვენი სისტემა არალეგალური გახდება (რადგანაც ამ დროს იწურება RC გასაღების ვალიდურობის ვადა) და ყველა იმ "სიკეთის" გადატანაც მოგიწევთ, რაც არალიცენზურებულ ვინდებს ახასიათებთ - შავი დესკტოპი, ყოველ წუთას ამომხტარი შეტყობინებები, არანაირი დამატებითი პროგრამები MS-ისგან და ა.შ.

თუმცა აქვე უნდა თქვას, რომ 6 თვე საკმარისი დროა RTM-ზე გადასაბარგებლად და MS-ს ნამდვილად ვერაფერში გავამტყუნებთ, ის უბრალოდ თავს იცავს სისტემის არალეგალური მომხმარებლებისგან.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-05-2009, 16:34:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ხოოო ამიტომ უნდა წავიდეთ და პირველ მარტს ყველამ ვიყიდოთ ოფიციალური ვერსიები ან მოვითმინოთ 2 საათში ერთხელ გადატვირთვები :D
10-05-2009, 03:07:43 | fashisti

ლოლ, ვის რად უნდა დაკრეკილი RC, როცა RTM გამოსული და დაკრეკილი იქნება :D
08-05-2009, 23:45:53 | domen

M$-ის პროდუქცია გამოსვლის თანავე კი არა გამოსვლამდე არ დაიკრეკოს გაგიგიათ ვინმეს?
08-05-2009, 20:49:39 | Delphi

დავიჯერო დაკრეკვა გაჭირდება????
08-05-2009, 14:49:56 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.