მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP Mode Beta უკვე მისაწვდომია
Windows XP Mode Beta უკვე მისაწვდომია

როგორც უკვე იცით, MS ამზადებს ახალ ტექნოლოგიას, სახელად XP Mode, რომელიც საშუალებას გვაძლევს, Windows XP-სთან თავსებადი პროგრამები Windows 7-ში გავუშვათ ყველანაირი ვირტუალური შუამავლების გარეშე. Windows 7 RC-ს გამოსვლასთან ერთად ეს ტექნოლოგია (თუმცა ჯერჯერობით ბეტა ვერსიაში მყოფი) მისაწვდომია ყველასთვის, რაღა თქმა უნდა, უფასოდ.



ინსტალაცია ძალიან მარტივია, უნდა შეხვიდეთ აქ, მიუთითოთ თქვენი სისტემის ბიტურობა (თუ არ იცით, რომელიც, აირჩიეთ 32 Bit) და ენა (არცოდნის შემთხვევაში English), შემდეგ კი ჩამოტვირთოთ ორი საჭირო ფაილი - Virtual PC Beta, ანუ პლატფორმა, რომელიც ამ მაგიური ვირტუალიზების საშუალებას იძლევა და Virtual Windows XP, გამზადებული იმიჯი Virtual PC-სათვის. გასათვალიწინებელია, რომ ინსტალაციისთვის სისტემურ დისკზე მინიმუმ თავისუფალი 4 გბ დაგჭირდებათ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ტყუილად ნუ ჩამოტვირთავთ ზემოთ მოცემულ პაკეტებს.

ინსტალაცია ძალიან მარტივია და დეტალებში გადმოცემა არ ღირს, თვითონაც გაართმევთ თავს. დროც არ დაგჭირდებათ ბევრი, დაახლოებით 5 წუთი Virtual PC-ს დასაყენებლად და სისტემის გადასატვირთად, 5 წუთი იმიჯის გაშლისთვის და 10 წუთი Virtual Windows XP-ს პირველი ჩართვისას დასაკონფიგებლად, პროცესში თქვენი ჩარევა თითქმის არ მოითხოვება.

Virtual Windows XP-თი გაშვებული IE6

გამოყენება ხდება შემდეგნაირად - სასურველ ძველ პროგრამას ჯერ აინსტალირებთ Virtual Windows XP-ში (ამ დროს აუცილებლად მოგიწევთ ვირტუალური მანქანის ჩართვა), რის შემდეგაც ამ პროგრამის შორტკატი ჩნდება Start > All Programs > Windows Virtual PC > Virtual Windows XP Applications მისამართზე და მისი გაშვება უკვე ვირტუალური მანქანის ჩაურთავადაც შეიძლება აღსანიშნავია, რომ ერთდროულად ერთ ძველ პროგრამაზე მეტს ჯერჯერობით ვერ გაუშვებთ.

ნამდვილი სისტემის HDD მისაწვდომია ვირტუალური XP-ს My Computer-ში, ასევე შესაძლებელია ფლეშკების მიერთება ვირტუალურ სისტემაზე (ვირტუალური მანქანის მენიუდან "USB"), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფლეშკა ერთდოულად ორივე სისტემაზე ვერ იმუშავებს, ვირტუალურ სისტემაზე მიერთებული ფლეშკა ავტომატურად გამოერთდება ნამდვილი სისტემიდან.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-05-2009, 18:40:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

ჩავწერე და რომ ვრთავ ასე მიწერს ვერ დამეხმარებით, ვერ მეტყვით რაშია პრობლემაა? ჩინეთის მაიკოსაფტიდან გადმოწერილი ვინდოუს 7 მაქვს 7600.
cannot start Windows virtual PC host process. chek the System event log for more details --------
-----Windows virtual PC requires hardware-assisted virtualization. there is no hardware-assisted virtualization support in the system.-----
02-09-2009, 08:31:13 | daved

ჰო, იმ დღეს დავაყენე win7-ზე. არ ვიცი, საშინლად მუშაობდა-.პირადად, Virtual Pc-სთანა რ მქონია თითქმის შეხება, და არ ვიცი.... ესე საშინლად მუშაობს, კაცო, თუ ექსპი მოუდზე დაემართა "მანამაიც"? მოკლედ, არ მომწონს ეს პროგრამა. სხვა რამე მოიფიქრონ, აჯობებს... :ნაგლი;



10-05-2009, 16:11:35 | Plastic-6

ვერ დაგეთანხმები, ძალიან მუშა რამეა ნამდვილად :) აგერ ვანოს ჰკითხე, ერთი-ორ პროგრამას გეტყვის, რომლის გამოც XP-ს ვერ შლის დღემდე, მეც ზუსტად დაყენების შემდეგ შემხვდა ერთი პატარა, მოხერხებული კონვერტორი, ისიც XP-ზე მუშაობდა მარტო და გავუშვი ხარვეზების გარეშე :)

სერიალები კიდევ რა გაჭირდა იმისთანა, ვირტუალური XP-დან არ ამოვთხაროთ ხოლმე .. :)
08-05-2009, 23:45:08 | domen

ისე, რო დაფიქრდე სარეკლამო ტრიუკი უფროა ვიდრე რეალურად საჭირო ვეში....
სოფტის უმეტესობა უკვე სრულიად თავსებადია Vista-სთან, (დაჟე ძალზე სპეციფიურებიც) ხოდა არა მგონია დიდი გამოყენება პოვოს... მარა ვირტუალური XP-ს სერიალი სხვა რეალურზე წავა ნეტავ?
08-05-2009, 22:47:38 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.