მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD-ს წილი ბაზარზე 20.9%-მდე გაიზარდა!
AMD-ს წილი ბაზარზე 20.9%-მდე გაიზარდა!

როგორც ჩანს, AMD-ს ახალი პროცესორი, Phenom II, დაგვამახსოვრდება არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პროცესორი ფასი/წარმადობის შეფარდებით, არამედ გაგვახსენებს Athlon 64-ების ეპოქას, როცა AMD ბაზარზე სერიოზული კონკურენტი იყო Intel-ისთვის. მართალია, Phenom II-ის ეფექტი ისეთი არაა, როგორიც Athlon 64-ისა, თუმცა, მისი სახით ბაზარზე პროცესორების მშვენიერი სერია იმყოფება, რომელიც საკმაოდ მძლავრ კონკურენციას უწევს ინტელის Core 2 სერიას.

2008 წლის მეოთხე კვარტალში AMD-ს საბაზრო წილი 17% იყო, ხოლო Intel-ის კი 82.1%. ბოლო კვლევებით ლურჯი გიგანტის წილი 78.2%-მდე შემცირდა, AMD-მ კი მოახერხა თავისი წილის 20.9%-მდე გაზრდა, რაც მშვენიერი შედეგია კვარტალნახევარში.

თუმცა, Mercury Research’s Dean McCarron-მა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლობალური კრიზისის გამო მოხდა საწყობების დაცლა ძველი/ზედმეტი საქონლისგან, ამიტომ ზემოთ მოცემული ინფორმაცია საბაზრო წილების შესახებ შემდეგ კვარტალში შეიძლება საკმაოდ შეცვლილი აღმოჩნდეს.

ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი AMD-სთვის. დედა დაფების ტოპ-მწარმოებლები სხვადასხვა წყაროების განცხადებით აპირებენ თავიანთ წარმოებაში AMD-ს დედა დაფების წილი 8-დან 30%-მდე გაზარდონ.

წყარო: The TECH REPORT





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-05-2009, 18:53:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.