შევცვალოთ Speed Dial-ის სურათი
ყველამ ვიცით, რომ IE-ს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული ბრაუზერია და რომ FF-მა მთელი ანტარქტიდა დაიპყრო, მაგრამ საქართველოში, მოგვწონს თუ არა, რატომღაც Opera ძალიან პოპულარული რჩება და ეს ჩვენს საიტზეც აისახება - ჩვენი მომხმარებლების ნახევარი Opera-ს იყენებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხანდახან შემოგთავაზოთ პატარ-პატარა ჰაკები, რომლებიც Opera-ს ჩვენთვის უფრო სასიამოვნო მოსახმარს და ჩვენზე მორგებულს გახდის.
დღევანდელი ჰაკი Speed Dial-ს ეხება - როგორც ვიცით, Speed Dial-ის უჯრაში საიტის მითითების შემდეგ ჩნდება ამ საიტის შემცირებული ზომის გამოსახულება, იგივე Thumbnail. ყველაფერი კარგია, სანამ ეს Thumbnail მოგვწონს, მაგრამ ხანდახან საიტის შემცირებული გამოსახულება ძალიან უშნოდ გამოიყურება, ხანდახან უბრალოდ გვბეზრდება, ხანდახან კი საიტის გამოსახულების დამალვაა საჭირო :-) მოკლედ, კითხვა ნათელია - როგორ შევცვალოთ Thumbnail-ები Speed Dial-ში?
როგორც არ ვიცით, Opera ზემოთ აღნიშნულ Thumbnail-ებს ინახავს პროფილში, Thumbnail საქაღალდეში (პროფილის მისამართი იხილეთ აქ, თუ Opera-თი ხართ შემოსული). ყოველ Thumbnail-ს აქვს თავისი უნიკალური სახელი და შენახულია png ფორმატში. საკმარისია ეს სურათები ჩავანაცვლოთ სხვებით, რომ ისინი Speed Dial-შიც შეიცვლებიან. გაითვალისწინეთ, ჩანაცვლების პროცესში Opera გამორთული უნდა იყოს.
აი ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ Thumbnail-ები:
ჩანაცვლებამდე:
ჩანაცვლების შემდეგ:
წარმატებას გისურვებთ :-)
ბეჭდვითი ვერსია | 09-05-2009, 14:56:00 | domen
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
ეგ ჩალიჩი ვიცოდი
მაგრამ ყველაზე უკეთესი მაინც მელაკუდაა და მე მაგას ვხმარობ - იდეალური ბროუზერია თუ ნორმალურ Addon-ებს დაუყენებ