მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Mozilla prism
Mozilla prism

Mozilla უკვე ლამის წელიწად-ნახევარია თავის ახალ პროექტზე, Prism-ზე მუშაობს და დღეს მისი პირველი ბეტა ვერსია წარმოადგინა. იდეა ძალიან მარტივია და სახელი "პრიზმა" მას სრულად წარმოადგენს - აინსტალირებთ პატარა პროგრამას, რომელიც საშუალებას გაძლევს, შექმნათ პატარა "ვებ-პროგრამები", რომლებიდანაც თითოეული მინიმალისტურ ბრაუზერს წარმოადგენს და მომართულია მხოლოდ ერთი, წინასწარ მითითებული საიტის გახსნაზე. ასე გასინჯეთ, მას მისამართის ველიც კი არ აქვს!



Mozilla Prism

ჯამში პრიზმა სხვა არაფერია, თუ არა "დაშლილი" ბრაუზერი. რატომ უნდა გახსნათ მთელი ბრაუზერი, როცა Youtube-ის თვალიერება, მეილის შემოწმება ან ონლაინ კალენარის გამოყენება გსურთ? შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ პრიზმა, რომელიც თქვენს მეილს, კალენდარს თუ Youtube-ს მინი-პროგრამად აქცევს.

ესეც სადემონსტრაციო ვიდეო, პროგრამის არსში უკეთ გასარკვევად:

პრიზმის Windows ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულიდან (ჯერჯერობით სხვა ოპერაციულ სისტემებზე პროგრამა მისაწვდომი არა), ასევე გირჩევთ პრიზმის ოფიციალურ საიტსაც ეწვიოთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-05-2009, 18:27:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

არასდროს არ მიხმარია. არ ვიცი როგორია ეხლა დამაინტერესდა აბა ვნახავ.
04-07-2009, 22:31:12 | giorgi22

მე უპირატესობას მოზილას ვანიჭებ ვიდრე სხვა დანარჩენ ბრაუზერს. სხვებზე მეტად მოზილა მირჩვენია
11-05-2009, 03:19:29 | vena90

მშვენიერია, ნამდვილად. :))
10-05-2009, 03:54:58 | Plastic-6

ეგ სერვისი რახანია დანერგა google chrome–მ shortcut-ების სახით
09-05-2009, 20:04:29 | iliela

გადასარევი რამეა Parental Control-ისთვის :)
09-05-2009, 18:33:07 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.