მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ-ის ახალი დაბალძაბვიანი DDR2-1066 ოპ. მეხსიერებები
OCZ-ის ახალი დაბალძაბვიანი DDR2-1066 ოპ. მეხსიერებები

ჩვენმა ყველასთვის საყვარელმა კომპანიამ, OCZ Technology-მ თავისი DDR2 მოდულების სიას ორი ახალი პროდუქტი შემატა. ორივე მათგანი 2X2GB კიტია. ერთი ახალ Blade სერიის გაგრილებას იყენებს, მეორე კი ძველ და გამოცდილ XTC Platinum-ს.

ყველა სხვა მოდულისგან განსხვავებით, OCZ-ის ახალი ოპერატიული მეხსიერებები 1066 მჰც-ზე სულ რაღაც 1.8 ვოლტი ძაბვის საშუალებით მუშაობენ. დღესდღეობით ბაზარზე არსებული ვერცერთი სხვა ოპ. მეხსიერება ასეთ სიხშირეებს ვერ უზრუნველყოფს ასეთი მცირე ძაბვით. რაც შეეხება ტაიმინგებს, იგი ორივე მოდელისთვის 5-5-5-18-ია.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ინფორმაციით ორივე მოდელი (Blade-ი მაინც) საკმაოდ კარგად ოვერქლოქირებადია. OCZ-ის ფორუმებზე ახალი Blade სერიის მეხსიერება მისმავე თანამშრომელმა Tony-მ დატესტა, რომელსაც 1200 მჰც სიხშირის მიღწევა შეძლო 8GB ოპ. მეხსიერებითა და სულ რაღაც 1.85 ვოლტით, რაც შესანიშნავი შედეგია. Tony-ს ტესტირების შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

რაც შეეხება ახალ მეხსიერებებს, მათი ნახვა OCZ-ის საიტზე შეგიძლიათ, შესაბამისად, Platinum XTC და Blade სერიებში.

ორივე მოდელი უკვე იყიდება გერმანულ ბაზარზე (Alternate.de) და მათი ფასები 63.90 და 74.90 ევროა, შესაბამისად, Platinum XTC-სა და Blade სერიისთვის.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-05-2009, 17:04:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.