COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ის ახალი რეკლამა: თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2062


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის ახალი რეკლამა: თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან!
Intel-ის ახალი რეკლამა: თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან!

Intel-მა რეკლამების ახალი სერიის გამოშვება დაიწყო, რომელიც გაერთიანებულია “Sponsors of Tomorrow” სახელის ქვეშ. Intel-ისგან რეკლამები არავის უკვირს, გახსოვთ ალბათ, Intel Inside-ის ეპოქა და მისი რეკლამები. ამ შემთხვევაში, ლურჯი გიგანტი რეკლამას უკეთებს არა თავის პროდუქციას, არამედ იმიჯს. ცხადია, რაც უფრო პოპულარული იქნება Intel-ი, მით უფრო მეტი ადამიანი შეიძენს მის პროდუქციას.

როგორც ინტელის ინტეგრირებული მარკეტინგის დირექტორი, ნენსი ბაგათი აცხადებს, "როცა ადამიანი ახალი ლეპტოპის ყიდვას გადაწყვეტს, გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ იგი პირველ რიგში Intel-ისკენ გამოიხედავს."


Ajay Bhatt - USB-ს თანაგამომგონებელი

პირველი 30-წამიანი სარეკლამო რგოლი Ajay Bhatt-ს (ეჯაი/აჯაი ბატი? როგორც გსურთ, ისე წაიკითხეთ :-)) დაეთმო, რომელიც USB-ს ერთ-ერთი შემქმნელია. რეკლამაში ჩვენი ეჯაი შედის ოთახში, სადაც მის დანახვაზე ქალებს გული მისდით. იგი ისხამს ფინჯან ყავას, ფანებს რამდენიმე ავტოგრაფს უტოვებს და რეკლამაც მთავრდება მესიჯით - თქვენი როკ ვარსკვლავები ჩვენსას არ გვანან.

Intel-ის YouTube-ის არხზე ვიდეოს შემდეგი აღწერა აქვს: "2009 წლის “Sponsors of Tomorrow” სარეკლამო კამპანია ორიენტირებულია არა ახალი პროდუქციის რეკლამირებაზე, არამედ აღნიშნავს რატომაა Intel-ი განსხვავებული კულტურის, ინდივიდუალურობისა და გმირობის მატარებელი და როგორ შეცვალა ინტელმა მსოფლიო 40 წლის განმავლობაში".

Intel-ის ახალი რეკლამის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



ესეც რეკლამა:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-05-2009, 17:23:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ჩვენ გვიყვარს ინტელი რა კაცია აჯაი მაგრები არიან მართლა ამათ რაღა რეკლამა უნდათ
20-05-2009, 16:02:59 |

SOLO
არც უნდა ჩანდეს ბმული, პირდაპირ ვიდეოა ჩასმული :)
13-05-2009, 14:19:24 | Power_VANO

ბოლო მომეწონა :D
13-05-2009, 11:27:28 | domen

რეკლამის ბმული არ ჩანს.
13-05-2009, 11:16:49 | SOLO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.