COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Microsoft-ის მეოთხე, ანტი-Apple რეკლამა

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2064


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Microsoft-ის მეოთხე, ანტი-Apple რეკლამა
Microsoft-ის მეოთხე, ანტი-Apple რეკლამა

პირველი ლორენი იყო, გოგონა, რომელმაც MacBook-ს HP-ს ლეპტოპი არჩია და მილიონობით იუზერს თავი შეაყვარა. მეორე რეკლამაში ახალგაზრდა ინჟინერი, ჯიამპაოლო ვიხილეთ რომელმაც MacBook Pro-ს ასევე HP-ს ნოუთბუქი ამჯობინა. მესამე რეკლამაში კი დედა-შვილი, ლიზა და ჯექსონი მონაწილეობდნენ, რომელშიც აშკარად იყო ხაზგასმული Apple-ის მაღალი ფასები პროდუქციაზე.

ამჯერად Microsoft-მა ქსელში მეოთხე რეკლამა გაუშვა, სახელად "ფინანსების დამგეგმავი". ახალი რეკლამის მთავარი გმირი ფინანსების სერტიფიცირებული დამგეგმავი, უეს მოსია (Wes Moss), რომელიც მომხმარებლებს ორ კონკურენტ სერვისს, iTunes-სა (Apple) და Zune Pass-ს (Microsoft) შორის განსხვავებების შესახებ უყვება.

უეს მოსის თქმით, 120 გბ-იანი iPod-ის მუსიკალური კომპოზიციებით გავსებას iTunes სერვისის გამოყენებით 30000 ამერიკული მარადმწვანე სჭირდება. იმავე ზომის Microsoft-ის Zune კი შეიძლება სულ რაღაც 15$-ად გაავსოთ! Zune Pass-ის ერთთვიანი ექაუნთი 14.99$ ღირს და მომხმარებელს უფლებას აძლევს ერთი თვის განმავლობაში ჩამოტვირთოს იმდენ კომპოზიცია, რამდენიც სურს. თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვაც - Zune Pass თვეში მხოლოდ 10 კომპოზიციის შენახვის უფლებას გვაძლევს. ანუ ვსინჯავთ იმდენს, რამდენიც გვსურს, მაგრამ ვინახავთ მაქსიმუმ 10-ს.

თითქოს Zune Pass-ის უპირატესობა აშკარა უნდა იყოს, მაგრამ Ars Technica-მ საინტერესო გამოთვლები ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, თუ თვეში მხოლოდ 10 კომპოზიციას შევინახავთ, 120 გბ-იანი Zune-ის გავსებას 250 წელიწადი დასჭირდება. და თუ თქვენ ამდენ ხანსაც იცოცხლებთ, დღევანდელი ფულის კურსის მიხედვით 120 გბ-ის გავსება 250 წელიწადში 44000 მარადმწვანე დაგიჯდებათ.

შედეგად, ჩვენ გვჭირდება დასკვნა, რომელია უკეთესი, Apple-ის iTunes-ი თუ Microsoft-ის Zune Pass? ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებლის ხედვაზე. თუ აპირებთ სერვისი გამოიყენოთ იმისთვის, რომ მუდმივად გქონდეთ უამრავი მუსიკალური კომპოზიციის "დაგემოვნების" საშუალება, ცხადია, Zune Pass უკეთესია. მაგრამ, ამის საპირისპიროდ, თუ თქვენ უკვე იცით კონკრეტულად რა კომპოზიციებით გსურთ გაავსოთ 120 გბ-იანი სივრცე, მაშინ არჩევანი iTunes-ზე სჯობს შეაჩეროთ. და, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე გზაც - მეკობრეობა. ანუ ტორენტები და სხვადასხვა ვარეზ საიტები, საიდანაც სასურველ კომპოზიციებს უფასოდ გადმოწერთ. საერთოდ კი, ჩვენს რეალობაში ალბათ საუკეთესო არჩევანი Zune Pass (ახალი კომპოზიციებისთვის) + მეკობრეობაა (ძირითადი კოლექციისთვის). აქვე აღვნიშნავთ, რომ მეკობრეობა ცუდი საქმეა და კარგი კომპ იუზერისგან შორს უნდა იყოს :-)

Microsoft-ის ახალი რეკლამის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



ესეც რეკლამა:



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-05-2009, 14:24:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

რამდენს ეჩალიჩება ეფლს :D :D მეკობრეობის ბოლო ფრაზა მეც მაგრად მომეწონა :D :D
20-05-2009, 15:58:57 |

ციტატა
აქვე აღვნიშნავთ, რომ მეკობრეობა ცუდი საქმეა და კარგი კომპ იუზერისგან შორს უნდა იყოს :-)


ვანო ერთი რამდენი გიგაბაიტი მეკობრული მუსიკა და ფილმები გაქვ გადმოწერილი სოფტს რომ ტავი დავანებოთ????
მე მაინც Zune მირჩევნია, რადგან iTunes არ მომწონს საერთოდ და პლუს კიდევ რაღაც-რაღაც შეზღუდვები რაც iPod-ებს აქვთ...
16-05-2009, 13:31:11 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.