მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News » CompinfoPack
CompinfoPack : მაისი 2009
CompinfoPack : მაისი 2009

მოვიდა მაისი და ახალი CompinfoPack - მაისის გამოშვება. პირველ რიგში, ამ ვერსიისთვის ჩვენ გვაქვს დიდი სიახლე თქვენთვის - CompinfoPack AIO, პროგრამა, რომელშიც პაკეტებადაა დახარისხებული და მოთავსებული ყველა პროგრამა, რომელიც CompinfoPack-ში შედის. AIO-ს ჩაწერა შესაძლებელია CD-ზე ან ფლეშკაზე და ინსტალაციის გარეშე გაშვება ნებისმიერ XP/Vista/Win7 სისტემაზე. ვფიქრობთ, ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება კომპ. ექიმებისთვის.



CompinfoPack AIO

მომხმარებელთა შენიშვნების და იდეების წყალობით ამ ვერსიას დაემატა რამდენიმე საინტერესო პროგრამა, ესენია:

  • Format Factory და CamStudio - მულტიმედია განყოფილებაში
  • Launchy, GeoKBD (ქართული კლავიატურის QWERTY განლაგების ინსტალერი), LightScreen, Recuva და TrueCrypt - უტილიტების განყოფილებაში
  • MalwareBytes Anti-Malware - დაცვის განყოფილებაში

თუმცა, ცვლილებები ნაკრებში მყოფ პროგრამებსაც შეეხო - რამოდენიმე მათგანი ამოვიღეთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ესენია:

  • FileZilla Server, FDM Lite - ინტერნეტ პაკეტიდან
  • Aimp, Youtube Downloader, K-Lite Codec Pack Basic, K-Lite Codec Pack Standard, VirtualDub - მულტიმედია განყოფილებიდან
  • Adobe Reader - ოფისის განყოფილებიდან
  • MyPhoneExplorer, InfraRecorder, Teamviewer QS, Screen Print & Capture, Hamachi - განყოფილებიდან „სხვა"
ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:
  •  პაკეტი ინტერნეტი: Opera, Firefox, Skype, FileZilla, FDM, Digsby, µtorrent
  • პაკეტი მულტიმედია: KMPlayer, VLC, Winamp, Format Factory, CamStudio, Picasa, K-Lite Codec Pack, Paint.Net, Adobe Flash Player
  • პაკეტი უტილიტები: Unlocker, Free Hide Folders, Launchy, Process Explorer, Advanced SystemCare Free, CCleaner, GeoKBD, HashTab, 7zip, Daemon Tools Lite, .Net Framework, BurnAware Free, LighttScreen, Recuva, TrueCrypt
  • პაკეტი დაცვა: Avira AntiVir Personal, COMODO Firewall Pro, MalwareBytes Anti-Malware
  • პაკეტი ოფისი”: Foxit Reader, DjVuLibre
  • პაკეტი სხვა: VertrigoServ, TeamViewer, Notepad++, WorldWeb Dictionary

რაღა თქმა უნდა, ნაკრებში შემავალი ყველა პროგრამა ბოლო ვერსიამდეა განახლებული.

სამწუხაროდ, AIO-მ პროგრამების აღწერის და სკრინების დამატების დრო აღარ დაგვიტოვა, იმედია, ეს შემდეგი თვისთვის მოხერხდება. იქამდე კი გასინჯეთ AIO და ისევ მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები, რათა შემდეგი თვის პაკეტი კიდევ უფრო უკეთესი იყოს!

CompinfoPack AIO-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქიდან (აპრილის ნაკრები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე)

პროგრამის შექმნაში გაწეული დიდი დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს ძველ წევრს Bekward.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-05-2009, 16:58:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 6
შეფასება: 2


გამოხმაურება

ვერაფრით ვახერხებ ქარტული კლავიატურით წერას :( ინტერნეტში იქნებ დამეხმაროთ, მირჩიეთ როგორ გადმოვწერო ეგ პროგრამ გთხოვტ
21-10-2010, 13:17:24 | natuliko...

Winamp-ის ერთადერთი ნაკლი არის მისი ნელი მუშაობა (გახსნა მაქვს მხედველობაში) და რესურსებისადმი მოთხოვნა, სხვა მხრივ ვერცერთი პლეერი ვერ შეედრება აუდიოს საკითხში, თუმცა არც ვიდეოს აჩვენებს ცუდად, მძლავრი მულტიმედია კომბაინია რა...
12-06-2009, 23:38:02 | Gio_kiborg

]domen
განსხვავება რომაა მაგას მეც ვხვდები . სხვა აიოების სახელები არ მახსოვდა და ზვერი დავწერე :) თავად AIO-ები ძალიან ბევრია და გამეხარდა ქართულიც რომ გამოვიდა. მეც კმ-ს ვხმარობ, თან ლამაზი სკინები აქვს და მეტი ფუნქციებიც (ჰოი საოცრებავ, ჩემ ტვ ტუნერს ხედავს), Format Factory-ც ძალიან მომეწონა, ნახევარ წელზე მეტია მაგას ვხმარობ.
ხო კიდე, წინაზე დამავიწყდა დაწერა - Winamp-ს მგონი Aimp player-ი ჯობია.
12-06-2009, 10:59:56 | JohnDoe

JohnDoe
სად Zver და სად CompinfoPack, სულ სხვადასხვა რამეებია :) KM-ით .mkv-ს დაკვრას რაც შეეხება, ნახევარი წელი იქნება კინოებს .mkv-ს გარეშე არ ვუყურებ და მშვენივრად ართმევს თავს KM :) ვნახოთ, მაინც ვიფიქრებ GOM-ზე.

სხვა საიტებზე გავრცელებას მივესალმები :)
11-06-2009, 23:18:31 | domen

domen
ნუ AIO-ები ბევრია და ზუსტად ასეთი არ მახსენდება
თუმცა Zver DVD არის ასეთი რუსული პროექტი. მუშაა და დისკზეც მაქვს.
რაც შეეხება უფასო პროგრამები რომაა, ეგეც კარგია, მაგრამ ეს საქართველოა და ჯობდა 1-2 ფასიანი პროგრამაც ყოფილიყო
გომ პლეიერიც და კმ პლეიერიც ოფიციალურად ერთი და იგივე ფორმატებს ხსნიან, მაგრამ კმ-ს .mkv ფორმათან რაღაც პრობლემები აქვს, გომი კი ეგრევე ხსნის.
იტოგში გახსნით კი ორივე ხსნის, მაგრამ გომი უფრო სტაბილურია.
ამ აიოს სხვა საიტების დახმარებით გავრცელება არ გინდა?
11-06-2009, 20:37:46 | JohnDoe

მომწონს პროექტი ადვილად ხელ მისაწვდომია და საინტერესო. ისე პროგრამირება არ იქნება?
08-06-2009, 18:57:23 | giorgi22

ისე სადმე მიაწერეთ რომ პროგრამების ინსტალირებისას AIO დახურვა გამოიწვევს ინსტალაციის შეცდომას :)
06-06-2009, 15:13:13 | beka_sh

ერთი თხოვნასავით მაქვს, მახსოვს ადრე უშვებდით ჟურნალს და სულ ვყიდულობდი და ისიც მახსოვს არ იყო მაშინ ხალხი საზოგადოება საერთოდ ამ ტიპის ჟურნალისთვის მზად, დღეს ბაზარზე უალტერნატივო ნავიგატორია, რომლებთაც რედი იუს სტატიები აქვთ ქართულად გადმოკოპირებული და რეკლამებით აქვთ სავსე უაზროდ ანუ საშინლად უინტერესო ჟურნალია და თუკი შეგიძლიათ განაახლეთ რა ეს ჟურნალი ძალიან დიდ აუდიტორიას და ბევრ მომხმარებლებს გაიჩენთ დამერწმუნეთ,იქიდან გამომდინარე რომ უკვე 300 ათას ცდება ინტერნეტ მომხმარებლები. ასე რომ დაიწყეთ რა და განაახლეთ.
04-06-2009, 23:38:02 | compnew

vaska94
ვიცი ეგ Sumatra PDF დიდი ვერაფერი ხილია და ვერ შეედრება foxit-ს, ღიაკოდიანი რომაა კიდევ მაინცდამაინც დიდი უპირატესობა არაა, რადგან პირადი დაკვირვებით ის OpenSource პროგრამების 90%-ზე მეტი ყენდება პირდაპირ, როგორსაც იდეის ავტორი აკეთებს ისე და არავინ იწერს სოურსებს და მერე კომპილაციას არავინ უკეთებს (ამ 90%-ში)
GOM Player მეც მომწონს განსაკუთრებით HD ვიდეოს ჩვენების ხარისხით და მართვის სიმარტივის გამო (მაგიტომ გადავედი KMP-დან GOM-ზე, თორემ KMP-ს გაცილებით მეტი ფორმატის საფორთი აქვს და აუდიოსთთვისაც ბევრად ჯობია გომს), მაგრამ პაკეტშია VLC რომელიც ალბათ კონკურენტგარეშეა თავის საქმეში, მაგრამ მე უბრალოდ რაღაც ვერ შევეჩვიე
23-05-2009, 15:18:46 | Gio_kiborg

JohnDoe
რომელ "რუსულ სბორკებზე" ამბობ? მაგით ვამაყობ, რომ მთლიანად ორიგინალი იდეაა და არავისი არაფერი დაგვიკოპირებია, რუსული ანალოგებიც არსებობს იგივე?

და GOM-ს რაც შეეხება, დამისახელე ფორმატი, რომელსაც Gom ხსნის და KMPlayer ვერა.

Orbit Downloader-ის მაგივრად გვაქვს FDM და არ შეიცვლება, ალბათ :)
22-05-2009, 18:30:53 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.