COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Larrabee 2010 წლის პირველ ნახევარში გამოვა

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=2067


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Larrabee 2010 წლის პირველ ნახევარში გამოვა
Larrabee 2010 წლის პირველ ნახევარში გამოვა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უმეტესობა კომპიუტერში ATI-ს ან NVIDIA-ს ვიდეო დაფას ვიყენებთ, ვიდეოჩიპების ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში მაინც Intel-ია. საინტერესოა, არა? საქმე იმაშია, რომ Intel-ი პირველობას თავისი ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორების საშუალებით ინარჩუნებს, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი ფასით და "ინტეგრირებულობით". წარმადობა კი ფასის შესაბამისად, დაბალია. თუმცა, როგორც უკვე იცით, ლურჯი გიგანტი ამ ყველაფრის შეცვლას აპირებს - Intel-ი 2010 წელს ბაზარზე ჩაუშვებს Larrabee-ს, მაღალწარმადობიან ვიდეოს დაფას, რომელიც ამავე დროს GPGPU ფუნქციებითაც იქნება აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ Larrabee ძველ და გამოცდილ x86 ტექნოლოგიაზე მომუშავე პროცესორებითაა აწყობილი.

რამდენიმე დღის წინ Intel-ის წარმომადგენლებმა საარლენდის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ Larrabee იყენებს 32 პროცესორის ბირთვს, რომელთაგან თითოეულს თავისი ვექტორული ბირთვი ექნება.

ასევე, ინტელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Larrabee 2010 წლის პირველ ნახევარში გამოვა ბაზარზე და არავითარ შემთხვევაში არ დაიგვიანებს, - Larrabee ჯანმრთელია და ამჯერად ინტელის ლაბორატორიებში იმყოფება. 2010 წლისთვის Larrabee-ს რამდენიმე ვერსია გამოვა. მეტ ინფორმაციას ამჟამად ვერ გავავრცელებთ" - განაცხადა წარმომადგენელმა.

და რაც ყველაზე საინტერესოა, გერმანულმა საიტმა PCGamesHardware-მა მოიპოვა Larrabee-ს ბირთვის სურათი, რომელზეც კარგად ჩანს პროცესორები, კეში და მეხსიერების ინტერფეისი. სურათის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.



ესეც სურათი:


სრულ ზომაში სანახავად დააწკაპუნეთ სურათზე



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-05-2009, 20:14:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.