მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ვირტუალური Wi-Fi Windows 7-ში
ვირტუალური Wi-Fi Windows 7-ში

ალბათ ყველა იცნობთ Intel-ის Hyper-Threading ტექნოლოგიას. პირველად ეს ტექნოლოგია სამყაროს Pentium 4-ის ეპოქაში მოევლინა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ერთბირთვიანი Pentium 4-ები ოპ. სისტემის მიერ ორ პროცესორად აღიქმებოდა. ჯამში, ხდებოდა რესურსების უკეთესად გამოყენება და წარმადობა იზრდებოდა. მსგავს ტექნოლოგიაზე Microsoft-იც მუშაობდა, ოღონდ, უმავთულო ქსელების განხრით. Microsoft-ის ტექნოლოგიის საშუალებით ოპ. სისტემას ერთი ფიზიკური უმავთულო ქსელის ადაპტერი ორად უნდა აღექვა.

დროთა განმავლობაში მაიკროსოფტმა თითქოს მიივიწყა ეს საინტერესო ტექნოლოგია, მაგრამ istartedsomething-ის ინფორმაციით, Windows 7 Release Candidate ვერსიაში აღნიშნული ტექნოლოგია ჩაშენებულია და მუშაობს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით არცერთი მწარმოებლის დრაივერებში აღნიშნული ფუნქციის მხარდაჭერა არაა რეალიზებული, შესაბამისად, ტექნოლოგიის გამოყენება შეუძლებელია.

ალბათ დაგაინტერესებთ, რაში შეიძლება გამოდგეს ვირტუალური ადაპტერი. პრაქტიკაზე ორი ადაპტერის გამოყენებით შესაძლებელია როგორც Wi-Fi სიგნალის მიღება, ასევე თქვენი კომპიუტერის Hot-Spot-ად ქცევაც. ანუ ერთი ადაპტერი სიგნალს იღებს, მეორე კი გადასცემს. ვირტუალური ადაპტერის გამოყენებით ამ ფუნქციებს ერთი ადაპტერი შეითავსებს. მგონი მშვენიერი იდეაა.

იმავე istartedsomething-ის განცხადებით, Virtual Wi-Fi-ს მხარდაჭერის ჩამატება დრაივერებში სავალდებულო იქნება Windows 7 Certified ლოგოს მისაღებად, შესაბამისად, ახალ დრაივერებს ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭრით მალე ვიხილავთ.

თუ Windows 7 აღმოაჩენს თქვენს კომპიუტერში უმავთულო ადაპტერს, ავტომატურად დააინსტალირებს ვირტუალურ ადაპტერსაც. ახალი ადაპტერისთვის განკუთვნილი კავშირი გამოჩნდება Network Connections საქაღალდეში, Wireless Network Connection 2 სახელით. რაც შეეხება აპარატურის სახელს იგი იქნება Microsoft Virtual WiFi Miniport adapter. ცხადია, ვირტუალური ადაპტერი მიბმულია ფიზიკურ ადაპტერზე. თუ ფიზიკურ უმავთულო ადაპტერს გათიშავთ, გაითიშება ვირტუალურიც.

დღევანდელი ინფორმაციით, Virtual Wi-Fi-ს საშუალებით მხოლოდ ერთი ვირტუალური ადაპტერის შექმნა შეიძლება, რომელიც მიბმული იქნება ფიზიკურ ადაპტერზე. ტექნიკური ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ საზოგადოებას გაეცნობა WinHEC სესიაზე - "Wireless LAN Enhancements in Windows 7."





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-05-2009, 20:31:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

იდეაშI დღევანდელ პროცებს აქვთ იმდენი "ძალა" რომ ვინდოუსისთვის საჭირო "გრაფიკა" თვითონ დაამუშავონ, მაგრამ ისევ და ისევ გამომავალი სიგნალის პრობლემაა :) მინიმუმ ინტეგრირებული ვიდეო დაფაა საჭირო დღევანდელ მაზერებზე გამომავალი სიგნალი რომ მიიღო :) თორემ მაგის რეალიზება XP-ზეც კი შეიძლება.


domen
Apple და *NIX-ები ჩაეხუტონ მაგრად ერთმანეთს :D როგორც Hyper-Threading ვერ მიიღო AMD-მ, ისე ვერ მიიღებენ ეგენიც ამას
21-05-2009, 18:06:09 | Power_VANO

ვინმემ თუ იცით რამე იქნებ მითხრათ ვინდოუს 7ის გამოსვლამდე ერთი ნახევარი წლით ადრე სადღაც წავიკითხე რომ იგი ვინდოუსს ჩართავდა ვიდოეკართის გარეშე, პროცესორის ხარჯზე თუ რაღაც ეგრე შეძლებდა გამოსახულების მიწოდებას ხოდა რახდება მაგ სფეროში? ტყუილი აღმოჩნდა? და მე როგორც მახსოვს თუარვცდები მონიტორის შნური ვიდეოკარტას უერთდება ხოდა თუ ვიდეო კარტა არაა როგორ შეაერთებ? ხოო ალბათ ვიღაცამ უშნოდ იხუმრა
21-05-2009, 00:58:16 | fashisti

აი, ყბა ჩამომივარდა, ეს რომ ვნახე!

წარმოიდგინეთ, იდეაში შეიძლება, უსასრულოდ "გაჭიმო" wi-fi-ს დაფარვის ზონა p2p მეთოდით - თან იღებ, თან გასცემ :-) და იმის გათვალისწინებით, რომ შეერთების სიჩქარეებსა და ფასებს შორის სხვაობა ნელ-ნელა უსასრულობაში მიდის, მგონი საკმაოდ აზრიანი ტექნოლოგია იქნება.

ერთი შენიშვნა: ვნახოთ, Apple რას შემოგვთავაზებს სანაცვლოდ :-)
20-05-2009, 19:27:46 | domen

მაგარია, სახლისთვის გამოსაყენებლად იდეალურია: თუკი მაქსიმალის ინტერნეტი გაქვს უკვე ნებისმიერი სხვა აპარატურაც შეგიძლია ჩართო
ციტატა
შემდეგი OS-ისთვის M$-ს ნამეტანი გაუჭირდება ახალი ტექნოლოგიების მოგონება :-)

მოიფიქრებენ რამეს არ დაგვტოვებენ გულნაკლულს
შემდეგი 2013 წლისთვის იქნება ხომ? მანამდე უამრავი ახალი ტექნოლოგია შემოვა და მათაც ხომ დასჭირდებათ მხარდაჭერა
20-05-2009, 11:09:21 | Gio_kiborg

სულ გაგიჟდნენ M$-ელები :) არა აშკარად იციან რასაც აკეთებენ, მაგრამ Windows 7-ს იმდენი სიახლე აქვს უკვე, რომ შემდეგი OS-ისთვის M$-ს ნამეტანი გაუჭირდება ახალი ტექნოლოგიების მოგონება :-)
19-05-2009, 23:20:14 | Giena_old

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.